გაზპრომის გამო ცხინვალი ინტერნეტის გარეშე დარჩა

By | April 9th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

სამხრეთ ოსეთი ინტერნეტის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი, ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთიდან მომავალი "გაზპრომის" კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებაა, რომელიც სეპარატისტულ რესპუბლიკას ინტერნეტით ამარაგებს. ამავე დროს ადგილობრივი ფიჭური კავშირგაბმულობის კავშირის ოპერატორის, "მეგაფონ-ოსეტიას" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მობილურ კავშირს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ის სათადარიგო რეჟიმში მუშაობს.