(Ekhokavkaza)

2020 წლიდან სოხუმის რეჟიმი სიკვდილით დასჯის აღდგენას გეგმავს. დე ფაქტო პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელებაზე უვადო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

კანონი ნარკომოვაჭრეებზე სხვა დრაკონულ ზომებსაც ითვალისწინებს, მათ შორის შეწყალების უფლებისა და ვადამდელი გათავისუფლების წესის გაუქმებას და გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვას.

ახალი კანონით, მანქანის ნარკოტიკული თრობის ქვეს მართვაც სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ამ დროს დამრღვევს 600 000-მანეთიანი ჯარიმა დაეკისრება და ერთი წლით თანამდებობის დაკავების უფლების შეეზღუდება.

აფხაზეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი 2007 წელს გამოცხადდა.