სალომე ზურაბიშვილის ტვიტერზე დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარებას, რომელშიც ის დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენს დასცინის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ “ტექნიკური შეცდომა” უწოდა.
ზურაბიშვილის პრესპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ტვიტერზე სავარაუდოდ სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა ტექნიკური შეცდომა დაუშვა, თუმცა არ გამოირიცხება კიბერთავდახმაც, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ მსგავსი შეტევა ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომლის სოციალურ ანგარიშზე განხორციელდა.
„სამწუხაროდ, ხდება ასეთი შემთხვევები. პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე პოსტი წაიშალა. ამ დროისთვის პოსტი აღარ არის ტვიტერის ანგარიშზე. ეს იყო ტექნიკური შეცდომა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
29 აპრილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერზე“გაზიარდა დონალდ ტრამპის გზავნილი, სადაც ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატსა და ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს „მძინარა ჯოს“ უწოდებს.
მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილის გვერდზე კიბერთავდასხმის შესაძლო ფაქტის შესწავლას იწყებს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.