სამხრეთ ოსეთი ინტერნეტის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი, ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთიდან მომავალი “გაზპრომის” კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებაა, რომელიც სეპარატისტულ რესპუბლიკას ინტერნეტით ამარაგებს.
ამავე დროს ადგილობრივი ფიჭური კავშირგაბმულობის კავშირის ოპერატორის, “მეგაფონ-ოსეტიას” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მობილურ კავშირს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ის სათადარიგო რეჟიმში მუშაობს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.