თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 მარტიდან 4 თვის განმავლობაში დღის გარკვეულ საათებში დაიკეტება, ჩანიშნული ფრენები კი ან გაუქმდება ან ღამის საათებისთვის გადაიდება.
წინასწარი ინფორმაციით აეროპორტი დაიკეტება:
1 მარტიდან 26 მარტამდე: დილის 09:30-საათიდან შუა დღის 03:00-საათამდე.
27 მარტიდან 1 ივლისამდე: დილის 10:30-საათიდან საღამოს 08:00-საათამდე.
ამ ინფორმაციას აეროპორტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციაა.
ავიაკომპანიები, რომლებიც ამ პერიოდში ახორციელებდნენ ფრენას, თავად გადაწყვეტენ, გააუქმონ რეისები თუ სხვა დროისთვის გადადონ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.