ძმებ გაჩეჩილაძეების ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორად დანიშნეს, კომპანიაში სავარაუდოდ ხვალ მივა.

როგორც კორძახიამ DFWatch-ს განუცხადა, ლევან გაჩეჩილაძის „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად დანიშვნის შესახებ განცხადება საჯარო რეესტრში სამუშაო დღის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, დაჩქარებული წესით უკვე შეიტანეს. თუმცა სამუშაო საათების დასრულების გამო, სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი, დარეგისტრირდა თუ არა ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს“ დირექტორად.
ადვოკატი გამორიცხავს, რომ გაჩეჩილაძეს ტელეკომპანიაში შესვლის პრობლემა შეექმნას, რადგან მსგავსი ქმედება უკანონო იქნება, რასაც, მისი თქმით, ბაია გადაბაძის გარდა არავინ იკადრებს.
„მაესტროს“ ახალი დირექტორი არ ფიქრობს, რომ ტელეკომპანიაში შესვლის პრობლემა შეიძლება შეექმნას, რადგან დაცვა უნდა დაემორჩილოს არა ბაია გადაბაძეს, არამედ კომპანიის კანონიერ დირექტორს. სხვა გადაწყვეტილება უკანონო იქნება,“- განუცხადა DFWatch-ს კორძახიამ.
“მაესტროს” დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძის განცხადებით კი ლევან გაჩეჩილაძე შეხვედრების ოთახს მიღმა „მაესტროში” ვერ შევა.
“თუ გინდათ გითხრათ, რომ ხელს დავარტყამ, ასე არ არის. დაცვა მემორჩილება მე. მკითხავენ, ქალბატონო ბაია, შევუშვათ თუ არა ლევან გაჩეჩილაძე შენობაში? – მე ვკითხავ ლევანს, თუკი სასაუბროდ არის მოსული, შემოვიდეს შეხვედრების ოთახში, ამის იქით მისთვის არის ზღურბლი. თუ დარეგისტრირდება დირექტორად, მას ალტერნატიული ფართი უნდა ჰქონდეს “მაესტროსთვის”. ამაზე დირექტორმა აუცილებლად უნდა იზრუნოს. მე ამაზე ვზრუნავდი, თუმცა სამწუხაროდ ეს საშუალებები ხელიდან გამომაცალეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს გადაბაძემ.
პარალელურად, გადაბაძემ უკვე მიმართა სასამართლოს, რომ „მაესტროს” პარტნიორთა კრების ოქმი ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად არჩევის თაობაზე ბათილად სცნოს. მანვე საჯარო რეესტრსაც მიმართა განცხადებით, მანამ სანამ სასამართლო მის სარჩელს არ განიხილავს, ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს” დირექტორად არ დაარეგისტრიროს.
„მაესტროს“ ამბებთან დაკავშირებით, სამშაბათს პირველი კომენტარი გააკეთა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ. მისი თქმით, მაკა ასათიანის მეუღლე, კოტე გოგელია უკვე კარგა ხანია რაც „მაესტროს“ ყიდის და ის ამბები, რაც ახლა მიმდინარეობს, უბრალოდ, ფასის აწევის მცდელობას ემსახურება.
„გოგელია 5,5 მილიონს დოლარს ითხოვს, რაზეც „უცნობი“ არ თანხმდება. ვერ თანხმდებიან და იმიტომ ატყდა ერთი ამბავი. თავიდან გოგელია 9,5 მილიონ დოლარს ითხოვდა, ჩვენ ვთავაზობდით 7 მილიონს. დღეს კოტე ითხოვს 5,5-ს 30 პროცენტში. მე კოტეს ველაპარაკე 7-8-ჯერ ორი კვირის განმავლობაში და მაშინ რომ დათანხმებოდა „უცნობი“ ამ თანხას, არავის გეცოდინებოდათ ახლა ეს ამბები”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რუხაძემ, რომელიც ამბობს, რომ ამ საკითხზე ტავის პოზიციას ოფიციალური განცხადების ფორმით მოგვიანებით გაავრცელებს.
გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ თქმით, „მაესტროს“ წილები ირაკლი რუხაძის მიერ ნასესხები ფულით იყიდა. რუხაძემ არ დააკონკრეტა თანხა, რაც გაჩეჩილაძეს ასეხა, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 2,5 მილიონ დოლარზე.
„მაესტროში“ თანხა არ ჩამიდია, უბრალოდ ვასესხე ჩემს მეგობარს. პროცენტით დამიბრუნებს. ეჭვი არ მეპარება, რომ დააბრუნებს, ამიტომ მე მაწყობდა,“ – განუცხადა გადაცემა 20/30-ს ჟურნალისტს რუხაძემ.
გუშინ, ტელეკომპანიის 25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანი „მაესტროს“ თანამშრომლებს შეხვდა. მისი ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის განცხადებით, ასათიანის წინადადება შემდეგი იყო: თუ თანამშრომლების სურვილი იქნება, რომ მაკა ასათიანი კომპანიიდან წავიდეს, ის წავა. თუმცა მოსალოდნელია თუ არა, რომ ასათიანმა თავისი 25% გაყიდოს, ადვოკატმა ამასთან დაკავშირებით პასუხისგან თავი შეიკავა.
გუშინვე, ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი რჩებიან და განაგრძობენ არხზე მუშაობას. მაგრამ, თუ სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების გარკვევამდე , რეესტრმა შესაბამისი ცვლილებები დააფიქსირა, ისინი არხის ახალი გენერალური დირექტორის განკარგულებებს არ შეასრულებენ.
გუშინვე გადაცემა „მაესტროს ფაქტორში“ ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე დაემუქროს, ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ახალი გენერალური დირექტორის განკარგულებებს არ შეასრულებენ.
როგორც DFWatch-ს გაჩეჩილაძეების ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განუცხადა, „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე არ აპირებს ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევას, ისინი ვერც კი იგრძნობენ თუ ვინ იქნება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი. მისივე თქმით, ლევან გაჩეჩილაძე პირველ სამუშაო დღესვე შეხვდება ჟურნალისტებს და მათ თავის პოზიციასა და დამოკიდებულებას გააცნობს.
„მაესტროს“ ჟურნალისტების განცხადებას წინ უსწრებდა ბაია გადაბაძის პრესკონფერენცია, სადაც განაცხადა, რომ „იმედის” „ფაქტობრივ მმართველს“, ირაკლი რუხაძეს ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში, 7,5 მილიონ დოლარად სურდა „მაესტროს” შინაარსის, მათ შორის ლიცენზიებისა და სიხშირეების მოპოვება.
მან წარმოადგინა დოკუმენტაცია, კერძოდ მაკა ასათიანის მეუღლესთან, კოტე გოგელიასთან ირაკლი რუხაძის მიმოწერა, რომელშიც აღნიშნულ გარიგებაზეა საუბარი. მისი თქმით, ეს გარიგება არ შედგა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში არაერთი შეთავაზება იყო.
“რუხაძემ კოტე გოგელიას 2015 წლის 29 მაისს მიწერა. იხდიდა 7,5 მილიონ დოლარს. მას აინტერესებდა არა კომპანიის წილები, არამედ ბრენდი „მაესტრო”, ასევე ლიცენზიები და სიხშირეები. იგი ამ თანხას იხდიდა შინაარსში და არა მატერიალურ ღირებულებებში. ეს გარიგება არ შედგა. თუკი მაკა ასათიანი გაასხვისებდა აქტივებს, ის „გადააგდებდა” დანარჩენ პარტნიორებს. ამ დროის განმავლობაში უცვლელად იყო შეთავაზება, თუმცა მაკა ასათიანმა რომ არ დათმო, ირაკლი რუხაძემ გამოიყენა გიორგი გაჩეჩილაძის 35%-იანი წილი”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.
გია გაჩეჩილაძის ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განცხადებით კი ბაია გადაბაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აგრძელებს.
„მაესტროს“ წესდების თანახმად, ორი პროცედურაა გაწერილი: ერთი, როდესაც წილი იყიდება ნებისმიერ პირზე, ამ შემრთხვევაში ყველა პარტნიორს აქვს უპირატესი შესყიდვის უფლება. ეს იმ შემთხვევასაც ეხება, როდესაც წილის გაყიდვა არსებულ პარტნიორზე ხდება. შესაბამისად, თავიდანვე გია გაჩეჩილაძის მხრიდან ჩიკვაიძისა და ებრალიძის მიმართ შეთავაზება იყო გაკეთებული. წესდების მეორე დებულების თანახმად კი თუ წილის გასხვისება ხდება არა პარტნიორზე, არამედ მესამე პირზე, ამ შემთხვევაში, პარტნიორთა კრების თანხმობაა საჭირო. რადგან ამ შემთხვევაში წილის გასხვისება არა მესამე პირზე, არამედ თავიდანვე ერთ-ერთ პარტნიორზე, გია გაჩეჩილაძეზე იგეგმებოდა, ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ პარტნიორთა კრება არ მოიწვიეს. ასე რომ, ბაია გადაბაძე ისევ სიცრუის ტირაჟირებას ახდენს,“ – განუცხადა DFWatch-ს გაჩეჩილაძის ადვოკატმა.
მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა „მაესტრო” „იმედის” ფილიალი არ გახდეს.

Leave A Comment
You must be logged in to post a comment.