ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ცნობილ შვეიცარულ საფინანსო კომპანია „კრედიტ სვისის“ (Credit Suisse Group AG) ფინანსურ მენეჯერს, ე.წ. კერძო ბანკირს, მისი აქტივების გაფლანგვისთვის ჟენევის სასამართლოში უჩივის.
შვეიცარული გაზეთ Le Tempt-ის ცნობით, საუბარია “ასობით მილიონ შვეიცარულ ფრანკზე” (1 ფრანკი დაახლოებით 1 აშშ დოლარს უტოლდება), რომელიც მისმა კერძო ბანკირმა თავისი სხვა კლიენტების მიერ მიღებული ზარალის დასაფარად ივანიშვილის ფონდებიდან მოხსნა.
ამჟამად, ამერიკული „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, ივანიშვილის შვეიცარელი კერძო ბანკირი, პარტის ლესკოდრონი, პატიმრობაში იმყოფება. მას თაღლითობაში „კრედიტ სვისიც“ უჩივის.
აღსანიშნავია, რომ გარდა ივანიშვილისა, „კრედიტ სვისის“ კიდევ ორმა რუსმა კლიენტმაც ნახა მრავალმილიონიანი ზარალი. მათი ვინაობა არ ვრცელდება, თუმცა შვეიცარული პრესის თანახმად, ისინი „გაზპრომთან“ არიან კავშირში.
შეგახსენებთ, რომ ბანკი “კრედიტ სვისი”, რომელსაც, სხვა აქტივებთან ერთად, Credit Suisse Group AG ფლობს, შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.