თოფაძე : პოლიტსაბჭოზე „ძალიან სერიოზული გარჩევა იქნება“
მმართველ კოალიციაში დაპირისპირების ერთ-ერთმა სუბიექტმა, „მრეწველების“ ლიდერმა, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია „რესპუბლიკელების“ ბრალდებებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე უპასუხებს, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება, და სადაც „ძალიან სერიოზული გარჩევა იქნება, ვინ არის მართალი და ვინ არა". ამის შესახებ, თოფაძემ ტელეკომპანია იბერიას გადაცემა „პრიორიტეტში“, მმართველ კოალიციაში „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას თქვა. მისი თქმით, ამ დაპირისპირების შესახებ [...]