წინასაახალწლოდ სოხუმის რეჟიმმა შემოიღო ცვლილება, რის მიხედვითაც 2020 წლის 31 დეკემბრამდე „აფხაზური პასპორტების“, ბინადრობის ნებართვებისა თუ აფხაზეთში ცხოვრებაზე უფლების გაცემას ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს.
თვე: დეკემბერი 2018
დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა გამორიცხულია: ბიბილოვი
ცხინვალის რეჟიმის მეთაური ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ რომ „სამხრეთ ოსეთს საქართველოს მილიტარიზაცია აშფოთებს“. მისი თქმით, „საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა გამორიცხულია, სანამ ისინი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ და ჩვენი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო ბოდიშს არ მოიხდიან”.
გალელები სამინისტროსგან ბინით დაკმაყოფილებას მოითხოვენ
გალის ქართველ მოსახლეობის ნაწილს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა სურს, თუმცა თავშესაფრის არქონის გამო, ამას ვერ ახერხებენ. ამის მთავარი მიზეზი გადაადგილების შეზღუდვა და სკოლებში ქართული სწავლების აკრძალვაა. მიიჩნევენ, რომ მათ შვილებს აქ მომავალი არა აქვთ.
105 000 ადამიანს ახალი „აფხაზური პასპორტი“ გადაეცა: ხაჯიმბა
სოხუმის რეჟმის განცხადებით, „აფხაზური პასპორტები“ უკვე მიიღო „რესპუბლიკის“ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, დაახლოებით 105 000-მა ადამიანმა. ამის შესახებ “პრეზიდენტმა” რაულ ხაჯიმბამ 25 დეკემბერს, 2018 წლის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის პროცედურას ამკაცრებს
ცხინვალი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს. ეს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა 26 დეკემბერს მიიღო.
გალის მაცხოვრებლები სამინისტროსგან ბინებს ვერ მიიღებენ
ის დევნილები, რომელთა ფაქტობრივ მისამართზე ცხოვრება ვერ მოწმდება, სამინისტროსგან ბინას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია აცხადებს. აღსანიშნავია, რომ ეს, პირველ რიგში, გალელებს შეეხება. „თუ ფაქტობრივი საცხოვრებელი ექნება გალში, ბუნებრივია, გალში ვერ გადავალთ, იქ ვერ ვნახავთ, ვერ შევამოწმებთ, ამიტომ [ეს კონტინგენტი] თავისთავად ამოვარდება,” აცხადებს დეპარტამენტის უფროსი. „არის ათიათასობით ოჯახი, … Read more
წინასაახალწლო კრიმინალი აფხაზეთში
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთში სამი ათეული წელია უკვე ერთგვარ „ტრადიციად“ დამკვიდრდა, რომ წინასაახალწლოდ კრიმინალი განსაკუთრებით აქტიურდება და ამ მხრივ არც მიმდინარე წელი გახდა გამონაკლისი.
გადადგა ახალგორის დე ფაქტო ხელმძღვანელი, რომელიც ქართველებს განსაკუთრებით ავიწროებდა

ოკუპირებული ახალგორის დე ფაქტო ხელმძღვანელი ფილიპ ხაჩიროვი გადადგა. სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს განსაკუთრებით ავიწროებდნენ ახალგორის ქართულ მოსახლეობას.
ცხინვალის რეჟიმი ატოციდან ანტისაოკუპაციო ჯგუფის გასვლას მოითხოვს
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ატოციდან ანტისაოკუპაციო ჯგუფის, „ძალა ერთობაშიას“ გასვლა მოითხოვს, მიზეზად კი უსაფრთხოების ზომებს ასახელებს. ამის შესახებ ოსური დელეგაციის წევრებმა სამშაბათს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე განუცხადეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლობას.

