Daily Archives: September 22, 2016

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია კვლავ გადაიდო

By | September 22nd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

„საქართველოს საკითხი დღის წესრიგით არ იქნა გათვალისწინებული, “-ვიზალიბერალიზაციის გადადებაზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და იმედს გამოთქვამს, რომ ეს მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება. მისივე თქმით, გუშინ უნდა ყოფილიყო განხილვა ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ ვერ ხერხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელთანაც საქართველოს საკითხი არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული. […]

ბურჭულაძის პარტიას წევრები ისევ მასობრივად ტოვებენ

By | September 22nd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წყალტუბოში ხუთშაბათს დილით 30- მდე ადამიანმა დატოვა, ერთი დღით ადრე, ოთხშაბათს კი პარტიის შტაბი ყველა, 60-ვე წევრმა დატოვა მესტიაშიც.    […]

„ოცნების“ მეორანდუმს ხუთი პარტია უერთდება, ოთხი – არა

By | September 22nd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო აგიტაციის დროს კონტრაქციების თაობაზე ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის ტექსტი ოთხშაბათს დილით გაასაჯაროვა და როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დოკუმენტი ხელმოსაწერად მალე პარტიებს გადაეგზავნებათ. ხოლო თუ ვინმე მემორანდუმს არ შეუერთდება, ეს იქნება მკაფიო ნიშანი იმისა, ვის რა ზრახვები ამოძრავებს. […]

ბათუმში 3 წლის უკრაინელი გოგონას გადარჩენისას ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა

By | September 22nd, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებაში,  საოჯახო ტიპის სასტუმროს ეზოში მდებარე აუზში ოთხშაბათს დილით 11 საათზე  3 წლის გოგონა  ჩავარდა, მის დასახმარებლად კი აუზში მამა და 22 წლის მამაკაცი ჩავიდნენ,  რა დროსაც სამივე მათგანს დენმა დაარტყა. […]