საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია კვლავ გადაიდო
„საქართველოს საკითხი დღის წესრიგით არ იქნა გათვალისწინებული, “-ვიზალიბერალიზაციის გადადებაზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და იმედს გამოთქვამს, რომ ეს მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება. მისივე თქმით, გუშინ უნდა ყოფილიყო განხილვა ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ ვერ ხერხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელთანაც საქართველოს საკითხი არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული. […]