Daily Archives: September 1, 2016

ივანიშვილი: მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ ბურჭულაძის გაერთიანებაა

By | September 1st, 2016|Categories: ამბები|

როგორც ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, მისდა გასაოცრად, „ქართული ოცნების“ ძირითად კონკურენტად მაინც იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა, ერთი თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“, სადაც სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ვაშაძე, „გირჩი“ და „ახალი მემარჯვენეები“ გაერთიანდნენ.  […]

ვიზალიბერალიზაციაზე ევროპარლამენტის კომიტეტში კენჭისყრა ორშაბათს გაიმართება

By | September 1st, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

EU diplomats still expect a final decision in EP/Council on visa lib for #Georgia & #Ukraine in Oct with visa free travel on 1 Jan 2017 — Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) August 23, 2016 საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საკითხების კომიტეტში (LIBE) კენჭისყრა 5 სექტემბერს გაიმართება. ეს ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს LIBE-ს კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ლონდონიდან, კლოდ მორაესმა დაუდასტურა. […]

ქარის პირველი ელექტროსადგურის პირველი ტურბინა უკვე დამონტაჟდა

By | September 1st, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

(Facebook) საქართველოში  ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობის სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ქარის ენერგიის გამომმუშავებელი პირველი ტურბინა გორში, ტელერადიო ანძის სიახლოვეს, 31 აგვისტოს, ოთხშაბათს უკვე დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ა/ო ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაცია ავრცელებს. […]

ივანიშვილი: „ხელისუფლება კი არ გადააბარეს, გადავაბარებინეთ, მეტი გზა არ დავუტოვეთ. ეს იყო სწორედ ხელოვნება“

By | September 1st, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

„პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ საკმაოდ კარგი მენეჯმენტი ვაჩვენე. ის პროცესი ჩემგან მართული რომ არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ ასეთი ლამაზი შედეგი ვერ დადგებოდა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს  ტელეკომპანია GDS-ის  ახალ პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, რომელიც 1 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს გავა ეთერში. […]

ბურჯანაძე: „პუტინი არ არის საქართველოს მტერი“

By | September 1st, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

„პუტინი არ არის საქართველოს მტერი, პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები არიან და არც არავის მეგობრები,“ – აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეი ნინო ბურჯანაძე, რომლის საარჩევნო დაპირებაა, კონსტიტუციაში შევიდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაერთიანება აიკრძალება, რაც საქართველო ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებაზე უარის თქმას გულისხმობს. […]