როგორც ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, მისდა გასაოცრად, „ქართული ოცნების“ ძირითად კონკურენტად მაინც იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა, ერთი თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“, სადაც სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ვაშაძე, „გირჩი“ და „ახალი მემარჯვენეები“ გაერთიანდნენ.
„ერთი არის ახალი, ახალგაზრდული ფრთა, სადაც არის ვაშაძე, კუბლაშვილი და ასე შემდგომ და იქვე შევიდა ბურჭულაძე და მეორე, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ეს ახალი ფრთაა, სადაც სააკაშვილმა ნაღები ძალები გააერთიანა. ძალიან კარგად ვიცით, რომ ბოლო წლებში ახალგაზრდებზე აკეთებდა აქცენტს და მისი ფავორიტია ვაშაძე. ბურჭულაძის განცხადებებიც გაიხსენეთ, მთლიანად ემთხვეოდა „ნაციონალურ მოძრაობისას“. მიშა მაჭავარიანი და მის ძმა ულაგებდნენ მთელ სტრუქტურას და დღესაც ვნახეთ, როგორი გაერთიანება მოხდა,“ – აღნიშნავს ივანიშვილი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.