EU diplomats still expect a final decision in EP/Council on visa lib for #Georgia & #Ukraine in Oct with visa free travel on 1 Jan 2017
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) August 23, 2016
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საკითხების კომიტეტში (LIBE) კენჭისყრა 5 სექტემბერს გაიმართება. ეს ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს LIBE-ს კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ლონდონიდან, კლოდ მორაესმა დაუდასტურა.
ევროპარლამენტარის თქმით, კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზს ვერ გააკეთებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ საკითხის მიმართ კომიტეტში პოზიტიური დამოკიდებულებაა.
„ველოდები პოზიტიურ შედეგებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დანამდვილებით დღეს ამის თქმა არ შემიძლია,“ – განაცხადა კლოდ მორაესმა.
კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის საკითხის ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე გატანაა საჭირო, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ოქტომბერში, სასესიო კვირას იგეგმება.
LIBE-ს კომიტეტამდე, საკითხზე კენჭისყრა გამართა საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა ზაფხულში. კომიტეტის წევრებმა უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირეს.
ევროპარლამენტარის დადასტურებამდე აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Twitter-ის საკუთარ ბლოგზე “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტმა ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკმა 30 აგვისტოს ღამით გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ „ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების კომიტეტი საქართველოსა და კოსოვოს ვიზა ლიბერალიზაციაზე იმსჯელებს 5 სექტემბერს. უკრაინის შესახებ ანგარიში იმავე დღეს გამოცხადდება“.
ჟურნალისტმა ასევე 23 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ ევროკავშირის დიპლომატები საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში მიიღებენ, უვიზო რეჟიმი კი, სავარაუდოდ, 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.