Daily Archives: August 30, 2016

მთავრობაში ამბობენ, რომ „იანდექს ტაქსიზე“ „ჩამოყალიბდებიან“

By | August 30th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

(Vedomosti.ru) ტაქსის ონლაინ-გამოძახების უმსხვილესი რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი” თბილისში უკვე ერთი კვირაა რაც შემოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის შემოყვანისას „იანდექსის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე იყო დატანილი და ამის გამო თბილისში საზოგადოების ნაწილის აღშფოთება არ ცხრება, ოფიციალური თბილისის მხრიდან მხოლოდ ბუნდოვანი განცხადებები კეთდება იმაზე, რომ „ამ მიმართულებას სწავლობენ“ და ჩამოყალიბდებიან, რეაგირება ვინ უნდა მოახდინოს. […]

მთავრობა მცხეთიდან რუსეთის საზღვრისკენ ავტობანის მშენებლობას გეგმავს

By | August 30th, 2016|Categories: ამბები|

„მომავალი 4 წლის განმავლობაში მცხეთიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით ავტობანის მშენებლობას ვგეგმავთ,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამშაბათს,  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. […]

რატომ ვერ მოხერხდა სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელის დაკავება ?

By | August 30th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

სოფელ დაფნარში  7 აგვისტოს გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას საქმეზე მთავარმა პროკურატურამ შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა. თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რადგან, როგორც უწყებაში აცხადებენ, ის მიმალვაში იმყოფება, მაგრამ საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს. […]

ირაკლი კობახიძე : ტელესივრცეში ბილწსიტყვაობა ძალიან მალე აღიკვეთება

By | August 30th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

(ipress.ge) „ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ძალიან მალე აღიკვეთება ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა, რომლის განმასახიერებლები ალეკო ელისაშვილი და ნატა ფერაძე არიან,“ – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ასეთი განცხადება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ გააკეთა. […]