მთავრობაში ამბობენ, რომ „იანდექს ტაქსიზე“ „ჩამოყალიბდებიან“
(Vedomosti.ru) ტაქსის ონლაინ-გამოძახების უმსხვილესი რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი” თბილისში უკვე ერთი კვირაა რაც შემოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის შემოყვანისას „იანდექსის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე იყო დატანილი და ამის გამო თბილისში საზოგადოების ნაწილის აღშფოთება არ ცხრება, ოფიციალური თბილისის მხრიდან მხოლოდ ბუნდოვანი განცხადებები კეთდება იმაზე, რომ „ამ მიმართულებას სწავლობენ“ და ჩამოყალიბდებიან, რეაგირება ვინ უნდა მოახდინოს. […]