(presidentruo.org)

ღონისძიებაში მოსწავლეები საბჭოთა დროინდელი წითელი დროშებით და პიონერის ფორმებით – წითელი ქუდებითა და წითელი ყელსახვევებით გამოვიდნენ. ზეიმში მონაწილეობა დე ფაქტო პრეზიდენტმაც ანატოლი ბიბილოვმაც მიიღო და დიდი სიამაყით აღნიშნა ის ფაქტი, რომ ადრე თავადაც იყო კომკავშირელი.

საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდობის იდეოლოგიური კავშირი აუცილებელია ყველასთვის და ყოველთვის და შეუფასებელია ოსი კომკავშირლების როლი სამხრეთ ოსეთის ომის შემდგომ აღმშენებლობაში.

„დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ სამხრეთ ოსეთისა და მისი ხალხის სასარგებლოდ… კომკავშირის იდეოლოგიური საფუძვლები მეტყველებს იმაზე, რომ ახალგაზრდობის იდეოლოგიური კავშირის საჭიროება არსებობს ყოველთვის, როგორიც არ უნდა იყოს საზოგადოება – სოციალისტური, კომუნისტური თუ კაპიტალისტური,” – აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.