შემთხვევა, გალში, 14 ივნისს მოხდა. როგორც DFWatch-ს თვითმხილველები უყვებიან, ფაქტს ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი უძღოდა.
“საბუთების რიგში ვიდექით, ხმაური ატყდა, კარი ჩაკეტეს, შიგნიდან კი საშინელი ჩხუბის ხმა გამოდიოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ კარი გააღეს და ჩხუბი გარეთ გააგრძელეს. რას მოჰყვა შელაპარაკება, ჩვენთვის უცნობია. რიგში მდგომი ხალხი დაგვფანტეს, გარეთ გამოსვლის მერე კი ერთ-ერთმა აფხაზმა ვენები გადაიჭრა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, შემდეგ კი საბუთების გაცემა გააგრძელეს”, – გვიყვება თვითმხილველი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.