საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს რუსუდან გოცირიძეს, ამერიკის შეერთებული შტატების “ქალთა საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისთვის” გადაეცა. ჯილდო ეპისკოპოსს გოცირიძეს ტოლერანტობის, თანაბარი შესაძლებლობების და თანასწორობის დამყარებაში მისი დამსახურებისთვის მიანიჭეს.
ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული მსოფლიო ქალთა საკითხებზე მომუშავე სამსახურმა საქართველოში აშშ-ს საელჩოს მეშვეობით გაავრცელა. განცხადების თანახმად, ჯილდო აღიარებს ეპისკოპოს გოცირიძის მამაცურ მხარდაჭერას გენდერული თანასწორობის და საქართველოს ყველა უმცირესობის უფლებების თანაბარი დაცვის მიმართ და ასევე აღნიშნავს, რომ ის რელიგიური წრეების ერთ–ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, რომელმაც საქართველოს ლგბტ წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოუხატა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქემ ეს ჯილდო მოიპოვა 2007 წელს მისი დაწესების შემდეგ. “ქალთა საერთაშორიო ჯილდო სიმამაცისთვის” ყოველწიურად გადაეცემა იმ ქალებს, რომლებიც დისკიმინააცის წინააღმდეგ იბრძვიან. 8 წლის განმავლობაში დღემდე 76 ქალი დაჯილდოვა 49 ქვეყნიდან. წლევანდელ ლაურეატებში ასევე შედიან ქალბატონები ავღანეთიდან, ფიჯიდან, ზიმბაბვედან, გვატემალადან, საუდის არაბეთიდან, მალიდან, ინდოეთიდან და უკრაინიდან. უკრაინის შემთხვევაში ჯილდო მომღერალმა და ევრომაიდანის აქტივისტმა, რუსლანა ლიჟიჩკომ მიიღო.
საქართველოში აშშ-ს საელჩოს თქმით, ჯილდო იმ ქალებს გადაეცემათ, რომლებმაც გამოიჩინეს გაბედაობა ადამიანის უფლებებისთვის, თანასწორობისთვი და სოციალური სამართლიანობისთვის ებრძოლათ.
“ეპისკოპოს გოცირიძის დაჯილდოება აღიარებს მის დამსახურებას ტოლერანტობის, თანაბარი შესაძლებლობისა და თანასწორობის განმტკიცების ხელშეწყობაში,“ – ნათქვამია შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.
აშშ–ის საელჩოს განაცხადებით: „ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო აღიარებენ დიდ პასუხისმგებლობას, რომ აღმოიფხვრას შეუმწყნარებლობა ყველა ადამიანის მიმართ, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვინც მარგინალიზებულია. აღნიშნული ჯილდო – ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი დისკრიმინაციის და შეუმწყნარებლობის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოა“.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.