უმცირესობები-ძველი

აჭარის მთავრობამ ახალი მეჩეთის აშენება გადაიფიქრა

By | April 8th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

მუსლიმების ლიცვა ორთა ჯამეს მეჩეთში (“რუსთავი 2”) აჭარის მთავრობამ მუსლიმებისთვის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ ადრე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. აჭარაში ათეულობით ათასი მუსლიმი ცხოვრობს. ზოგიერთ დასხლებულ პუნქტში ისინი […]

სახალხო დამცველი: ადამიანის უფლებები გაუმჯობესდა, მაგრამ უმცირესობების კუთხით პრობლემებია

By | April 1st, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: , |

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. („ინტერპრესნიუსი“.) ეთნიკური, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია, ადრეულ ასაკში ქორწინება, ოჯახური ძალადობა, დაშინება სკოლაში, პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობა და ჰეს-ების ზეგავლენა ადამიანების […]

დისკუსია: ეთნიკური უმცირესობები და სახელმწიფო ენა

By | March 31st, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

ა/ო “ეთნოსთა შორისი თანამშრომლობის და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის” დირექტორი აგიტ მირზოევი (მარცხნივ) და ა/ო “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” ხელმძღვანელი ალი ბაბაევი. (DF Watch.) DFWatch-ის ორგანიზებით 28 მარტს ჩატარდა დისკუსია უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემაზე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების […]

საქართველოს პრემიერი ერთსქესიანთა ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვას ითხოვს

By | March 28th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

ირაკლი ღარიბაშვილი. (ინტერპრესნიუსი.) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სურვილია, ოჯახი განისაზღვროს როგორც ქალისა და კაცის ერთობა. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მან ამ წინადადებით უკვე მიმართა საკონსტიტუციო კომისიას . „მიუხედავად […]

ევროკავშირი საქართველოს ისლამოფობიისა და ჰომოფობიის გამო აკრიტიკებს

By | March 28th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: , |

სასულიერო პირები 2013 წლის 17 მაისის აქციაზე პოლიციის მიერ დადგმულ ბარიერებს იღებენ. („ინტერპრესნიუსის“ ფოტო.) ევროკავშირი საქართველოს 2013 წელს გამოხატვის თავისუფლების არასაკმარისი დაცვისა და ჰომოფობიისა და ისლამოფობიის ძალადობრივი გამოვლინებების აღკვეთის უუნარობის გამო აკრიტიკებს. […]

საქართველო რელიგიური უმცირესობებსაც დაფინანსებს

By | March 27th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

მეჩეთი ჭელაში (DF Watch.) სახელმწიფო მართლმადიდებლობის გარდა, კიდევ ოთხ ტრადიციულ რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს. „არატრადიციული“ რელიგიები კი არ დაფინანსდებიან. აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ მართლმადიდბელი […]

დუხობორები, სომხები და ქართველები გორელოვკაში

By | March 26th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

მკაცრი, ცივი კლიმატის გამო გორელოვკაში ძირითადი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მესაქონლეობაა. (DF Watch.) გორელოვკა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პატარა სოფელია, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდებარეობს. აქ ცხოვრობენ ეთნიკური სომხები, რუსი დუხობორები და ქართველები, რომლებიც ადიგენისა და ხულოს დამეწყრილი […]

იეჰოვას მოწმეები სეპარატიზმის გაღვივებაში დაადანაშაულეს

By | March 14th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: , |

იეჰოვას მოწმეების ლოცვა ხობში. (ინტერპრესნიუსი.) ასამდე მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ხობში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის მშენებლობა გააპროტესტა. მოწმეებმა დარბაზის მშენებლობა დასავლეთ საქართველოს ამ პატარა ქალაქში დაახლოებით ერთი კვირის წინ […]

მარნეულის აზერბაჯანელი ქალები

By | March 12th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

საბინა, მასწავლებელი მარნეულის რაიონიდან (DF Watch.) საქართველოს სამხრეთში მდებარე ქალაქ მარნეულის მოსახლეობის 83 პროცენტი აზერბაიჯანელია. აზერბაიჯანელებითაა დასახლებული მიმდებარე სოფლებიც. სახელმწიფო ენის არცოდნა, სამუშაო ადგილების დეფიციტი, […]

საერთაშორისო ჯილდო „ქალთა სიმამაცისთვის“ ქართველმა მიიღო

By | March 5th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

მიშელ ობამა, ამერიკის პრეზიდენტის მეუღლე და რუსუდან გოცირიძე. (აშშ-ს საელჩოს ფოტო) საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს რუსუდან გოცირიძეს, ამერიკის შეერთებული შტატების “ქალთა საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისთვის” გადაეცა. ჯილდო ეპისკოპოსს გოცირიძეს ტოლერანტობის, […]

იორმუღანლოს ერთი საბაზრო დღის ჩანახატები

By | February 25th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

სოფელი იორმუღანლო კახეთში, მდინარე ივრის ნაპირას მდებარეობს. 2002 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში 2000-მდე მოსახლეა, უმეტესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელი. ოჯახების ძირითად შემოსავალს მეცხვარეობა წარმოადგენს. […]

ქალები უმცირესობიდან ქართულ პოლიტიკაში

By | February 19th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: , |

საბინა თალიბოვა. აზერბაიჯანელი საბინა თალიბოვა მარნეულში ცხოვრობს. წლების წინ მას არასამთავრობო ორგანიზაციები დაეხმარნენ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქტივობებში ჩართულიყო. ახლა ის თავად წარმოადგენს ორგანიზაციებს, […]

საქართველო რელიგიურ საკითხთა უწყებას ქმნის

By | February 19th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: , , |

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. (ინტერპრესნიუსი.) სახელმწიფო ახალი ორგანოს შექმნას გეგმავს, რომელიც რელიგიურ საკითხებზე იმუშავებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა სამშაბათს განაცხადა, რომ ახალი […]

ჰომოსექსუალების მიერ დონორობის აკრძალვა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა

By | February 11th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: , |

(ინტერპრესნიუსი.) საკონსტიტუციო სასამართლომ ჰომოსექსუალი მამაკაცებისთვის სისხლის დონორობის სრული აკრძალვა, რაც ბოლო ცამეტი წლის მანძილზე იყო ძალაში, არაკონსტიტუციურად სცნო. სასამართლომ საქართველოს ხუთი მოქალაქის საჩივარი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად მიიჩნია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების რამდენიმე მუხლი, რაც ჰომოსექსუალ მამაკაცებს სისხლის გაღებას უკრძალავდა ჯანდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა, ავთანდილ ჯორბენაძემ ბრძანებას ხელი 2000 წლის 5 [...]

ოზურგეთელი იეჰოვას მოწმეები ამბობენ, რომ მოსახლეობა მათ მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩევა

By | February 1st, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

გიორგი არბოლიშვილი (DF Watch.) ოზურგეთში 1 იანვარს მომხდარი შემთხვევა, როცა უცნობები პირები ოზურგეთში იეჰოვას მოწმეების მანქანასა და მათი შეკრების ადგიილს დაესხნენ თავს, პირველი არ ყოფილა. „სამეფო დარბაზს“ ორი წლის წინაც ჩაუმტვრიეს ფანჯრები. მაშინ დამნაშავეები მალევე იპოვეს, თუმცა რადგან ზარალი 150 ლარს არ ასცდენია, პოლიცია მხოლოდ მათი სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. „ეტყობა ამან ისინი წაახალისა,“ ამბობს [...]

მუსლიმები ძალოვნების მხრიდან წნეხს უჩივიან

By | January 24th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მუსლიმებთან შეხვედრაზე (ფოტო სახალხო დამცველის ოფიციალური ვებსაიტიდან.) ქართველი მუსლიმები ამბობენ, რომ სახელმწიფო ძალოვანი უწყებები მათ მიმართ წნეხს ახორციელებენ. მუსლიმთა სასულიერო პირები 22 იანვარს სახალხო დამცველს შეხვდნენ. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე არსებული პრობლემები, […]

უფლებადამცველები საქართველოს უმცირესობებზე თავდასხმების გამო აკრიტიკებენ

By | January 22nd, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

17 მაისის ათასობით ადამიანმა, რომელთაც წინ სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული მცირე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. (“ინტერპრესნიუსის” ფოტო.) საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-მა (HRW) თავის 2014 წლის მსოფლიო ანგარიშში საქართველო ლგბტ და რელიგიური უმცირესობების წარომადგენლების არასაკმარისად დაცვისთვის გააკრიტიკა. […]

საქართველოს მუსლიმებს ორი მუფთი ეყოლებათ

By | January 16th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

ჯემალ პაქსაძე (DF Watch.) საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ერთის ნაცვლად ორი მუფთი ეყოლებათ. ეს გადაწყვეტილება 9 იანვარს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დამფუძნებელ კრებაზე მიიღეს. ჯემალ პაქსაძე, რომელიც სრულიად […]

იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, აცხადებს ადვოკატი

By | January 14th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: , |

პოლიციას აქვს ახალი ინფორმაცია, რაც მათ შეიძლება ოზურგეთში 1 იანვარს იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს. (“ინტერპრესნიუსის” ფოტო.) აღმოჩენილმა ახალმა დეტალებმა, შესაძლოა პოლიციას ოზურგეთში იეჰოვას მოწმეებზე მომხდარი თავდასხმის საქმის გახსნა გაუადვილოს. 1 იანვარს უცნობებმა სამეფო დარბაზის წინ გაჩერებულ მანქანას, სადაც იეჰოვას […]

ნიგერიელი “მეფე” თანამოქალაქეებზე თავდასხმების გამო შეშფოთებულია

By | January 11th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: , |

ნიგერიის მოქალაქე ერიკი პეკინის ქუჩაზე გაძარცვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. (“რუსთავი 2”.) ადამიანი, რომელიც ჟურნალისტებს წარუდგა, როგორც მეფე, მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს მისი თანამოქალაქეების უსაფრთხოება, მას შემდეგ, რაც თბილისში ნიგერიელ ახალგაზრდას სცემეს. რიჩარდ არიზემ, […]

პატრიარქი: მოხარული ვარ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ევროკავშირის მოთხოვნა არ არის

By | January 10th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

ილია მეორე. (“ინტერპრესნიუსის” ფოტო.) საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე კვლავაც კრიტიკის საგანია. ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგატი დედების თემის გარდა, ამჯერად კამათი სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული […]

ჩეჩენი ლტოლვილები ქართულ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობენ

By | January 5th, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: , |

კარიატა ციმირბულატოვა. (DF Watch.) კარიატა ციმირბულატოვა თავის მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ბოლო 14 წლის მანძილზე სოფელ დუისში ცხოვრობს, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩეჩნეთის საზღვართან, პანკისის ხეობაში მდებარეობს. […]

ოზურგეთში იეჰოვას მოწმეებს თავს დაესხნენ

By | January 3rd, 2014|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

(“ინტერპრესნიუსის” ფოტო.) უცნობი პირები იეჰოვას მოწმეებს პირველ იანვარს თავს დაესხნენ ოზურგეთში. გურიის ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელებმა მათი მანქანის ფანჯრები ჩაამსხვრიეს. ქვები ე.წ. სამეფო დარბაზის შენობასაც […]

საქართველოს რელიგიური კონფლიქტების არასათანადოდ მოგვარებისთვის აკრიტიკებენ

By | December 23rd, 2013|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

მუსლიმების ლოცვა სამთაწყაროში. (“ინტერპრესნიუსი”.) საქართველოს სამ სოფელში მომხდარი რელიგიური კონფლიქტიდან ერთი წლის შემდეგ, არც ქრისტიანები არიან კმაყოფილები იმით, თუ როგორ მოგვარდა პრობლემა და არც მუსლიმები. ქრისტიანები კონფლიქტის ხელახალ გაღვივებას არ გამორიცხავენ, […]

საქართველო ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებს

By | December 18th, 2013|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. (ფოტო იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტიდან.) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტზე მუშაობა დაასრულა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კანონპროექტის − "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" − საბოლოო ვერსია სამშაბათს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ექსპერტებს წარუდგინა. იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტზე მუშაობა 2013 [...]

უფლებადამცველები: საქართველოში რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია იზრდება

By | December 8th, 2013|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

უფლებადამცველთა ჯგუფის თქმით, 2013 წელს რელიგიურ უმცირესობებზე ზეწოლა გაიზარდა. 15 ნოემბერს იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს სამეგრელოს სოფელ ზემო ეწერში ორჯერ ესროლეს. შენობაში იეჰოვას მოწმეები კვირაში ორჯერ იკრიბებიან, თუმცა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), რომელიც ახალგაზრდა უფლებადამცველებითაა დაკომპლექტებული, ინციდენტი შეისწავლა. EMC-მ გამოავლინა, რომ ზედა ეწერში სამეფო [...]

თბლისში ჰანუქას დღესასწაულის ჩაშლისათვის ორი ადამიანი დააჯარიმეს

By | December 6th, 2013|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

თბლისის საქალაქო სასამართლო. ("ინტერპრესნიუსის" ფოტო.) თბილისის საქალაქო სასამართლომ ებრაელების ჰანუქას დღესასწაულის მისალოცი პოსტერის დაზიანებისთვის ორი ადამიანი დააჯარიმა. მათ ოთხშაბათ საღამოს პოსტერები ჩამოხიეს და იმ ტრიბუნის დაზიანება სცადეს, რომელიც ჰანუქას აღსანიშნავად იყო დამონტაჟებული. სასამართლომ ბრალდებულები ხულიგნობისთვის 100-100 ლარით დააჯარიმა. ტრიბუნა თავისუფლების მოედანზე იყო დამონტაჟებული, მის უკან კი იყო პოსტერი წარწერით - „ებრაული თემი გისურვებთ ბედნიერ [...]

დემონსტრაცია მინარეთის წინააღმდეგ ქართულ სოფელში

By | November 29th, 2013|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

მართლმადიდებელი აქტივისტები ჭელაში მინარეთის აგების წინააღმდეგ აქციას მართავენ. ("სამხრეთის კარიბჭის" ფოტო.) მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და რადიკალური რელიგიური ჯგუფის წევრებმა სოფელ ჭელაში 27 ნოემბრის ღამით მინარეთის აღდგენა გააპროტესტეს. დღემ ინციდენტის გარეშე ჩაიარა და აქცია მშვიდობიანად დაიშალა. მონაწილეები გეგმავენ ეროვნული რეფერენდუმი მოაწყონ და გადაწყვიტონ, სწორი იყო თუ არა ჭელაში მინარეთის დაბრუნება. აქცია ორგანიზებული იყო ახლომდებარე ეკლესიების [...]

ჭელაში მინარეთი დააბრუნეს

By | November 28th, 2013|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

ჭელას მეჩეთთან მინარეთი ოთხშაბათს აღმართეს. ("სამხრეთის კარიბჭის" ფოტო.) მინარეთი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ სოფელში მოხსნეს, ოთხშაბათს ღამით ადგილობრივ მეჩეთთან კვლავ აღმართეს. ადგილობრივი გაზეთის, " სამხრეთის კარიბჭის" (Sknews.ge) ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მუსლიმებმა ყველა საჭირო დოკუმენტი მოაგროვეს, 27 ნოემბერს ადიგენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ ჭელაში მინარეთის აღდგენის უფლება მისცა. Sknews.ge-სთან საუბარში ჭელას მეჩეთის იმამმა ჯამბულ აბულაძემ თქვა, [...]

არჩევნებში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებმა ბოშების მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო

By | November 27th, 2013|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

რეგისტრაციის უქონლობის გამო საქართველოში ბოშების ზუსტი რიცხვის დადგენა ფრიად რთულია. (DFWatch.) მელიასანოვების ცხრასულიანმა ოჯახმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან ისინი თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან საკმაოდ შორს არიან დარეგისტრირებულნი. თუმცა, მათ არ სჯერათ, რომ არჩევნები მათ სოციალურ და ფინანსურ მდგომარეობას, რომელიც ბოლო ათი წელია, უცვლელია, გააუმჯობესებს. ოჯახი შედგება შუახნის ასაკის ცოლ-ქმრისგან და მათი შვიდი შვილისგან. [...]

ჭელას მინარეთის კონფლიქტი კვლავ გადაუჭრელია

By | November 12th, 2013|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

მინარეთის დემონტაჟი ჭელაში (DF Watch.) სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ირგვლივ კონფლიქტი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა. ადგილობრივები განაგრძობენ ბრძოლას, რომ მინარეთი თავის ადგილს დაუბრუნდეს. აცხადებენ, რომ კონსტიტუციაში არსებული რელიგიის თავისუფლების მუხლი მათ იცავს. მინარეთი, რომელიც ზაფხულში სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთთან დაამონტაჟეს, მეორე დღესვე მოხსნეს. ამან გამოიწვია კონფლიქტი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე, [...]

გაურკვევლობა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით

By | October 24th, 2013|Categories: ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი|Tags: |

მეჩეთი ხულოში. (DF Watch.) ბათუმის ცენტრში ორთაჯამეს მეჩეთი დგას, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა. მუსლიმები ყოველ პარასკევს იკრიბებიან ორთაჯამეში სალოცავად, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს და ბევრი მათგანი იძულებულია, გარეთ ილოცოს. აჭარელმა მუსლიმებმა არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ მმართველობას, რომ მიეღოთ ნებართვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის, რომელსაც თვითონ დააფინანსებდნენ, მაგრამ ნებართვა არ მიუღიათ. ეს [...]