მოსკოვი ცხინვალის რეჟიმს მორიგ “საჩუქარს” უკეთებს – მალე “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს” რუსეთის ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადით შეეძლებათ დარჩენა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ამის გაკეთება მხოლოდ 90 დღის განმავლობაში შეეძლოთ.
როგორც ცხინვალის სააგენტო “რესი” იტყობინება, რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოთხშაბათს მოიწონა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმებაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ამ ცვლილების თანახმად ერთი მხარის მოქალაქეებს მეორის ტერიტორიაზე უვადოდ ყოფნის შესაძლებლობა მიეცემათ. ანუ, იხსნება არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს მეორე ქვეყანაში ყოფნის ვადა იზღუდება 90 დღით ყოველ 180 დღის განნავლობაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის “მეგობრობაზე, თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარებაზე” შეთანხმება 2008 წლის სექტემბერში, აგვისტოს ომის შემდეგ დაიდო, 2015 წელს კი ეს პაქტი “მოკავშირეობასა და ინტეგრაციაზე” ხელშეკრულებით შეცვალეს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.