აგვისტოს ომი

კიდევ ერთი ნაბიჯი ანექსიისკენ – “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს” რუსეთში ყოფნაზე შეზღუდვა ეხსნებათ

By | July 11th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

მოსკოვი ცხინვალის რეჟიმს მორიგ "საჩუქარს" უკეთებს - მალე "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს" რუსეთის ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადით შეეძლებათ დარჩენა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ამის გაკეთება მხოლოდ 90 დღის განმავლობაში შეეძლოთ. როგორც ცხინვალის სააგენტო "რესი" იტყობინება, რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოთხშაბათს მოიწონა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმებაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ამ ცვლილების თანახმად ერთი მხარის მოქალაქეებს [...]

ცხინვალში ჩინოვნიკს ადანაშაულებენ, რომ ქართულ არტილერიას ცეცხლის კორექტირებაში ეხმარებოდა

By | July 9th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

ცხინვალის რეჟიმი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამშრომელს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებს ბრალს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურის მტკიცებით, „ლიპინმა და მისმა თანამოაზრეებმა 2008 წელს საქართველოს სპეცსამსახურებს სადაზვერვო ხასიათის ინფორმაცია მიაწოდეს, რომელსაც ქართული ჯარი აგვისტოს ომის დროს რეაქტიული სისტემების, ასევე მჭიდროდ დასახლებული რაიონების, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, სამხედრო ობიექტებისა და კოლონების [...]

აგვისტოს ომში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ოჯახებს გადასცეს

By | March 26th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

(Palitranews) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ნეშტების გადმოსვენება მიმდინარე წლის 19 მარტს წითელი ჯვრის  საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით განხორციელდა. დაღუპულების სამარხის გახსნა და ნეშტების ექსგუმაცია მოხდა 2017 წლის ოქტომბერში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ნეშტებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა საერთაშორისო ლაბორატორიაში ხორვატიის ქალაქ [...]

აგვისტოს ომში დაღუპული შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს

By | March 19th, 2019|Categories: ამბები|Tags: , |

(Palitranews) ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს. […]

ბიბილოვმა რუსი ჟურნალისტები 2008 წლის ომის გაშუქებისას გამოჩენილი “მამაცობისთვის” დააჯილდოვა

By | February 12th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , , |

(Cominf.org) ცხინვალის რეჟიმის ხელმძღვანელმა სამშაბათს მოსკოვში “სახელმწიფო ჯილდოები” გადასცა იმ რუს ჟურნალისტებს, რომლებიც 2008 წლის ომს “ობიექტურად” აშუქებდნენ. დაჯილდოვებულთა შორის არიან  რუსეთის სახელმწიფო ტელეარხების RT-ის, ВГТРК-ისა და ТВ Центр-ის კორესპონდენტები და ოპერატორები. […]

ცხინვალის ციხეში აგვისტოს ომის ვეტერანი ცემის შედეგად გარდაიცვალა

By | February 23rd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილს სცემეს, როს გამოც ის გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების შესვლას ითხოვს.  […]