ცხინვალის რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან “საზღვარს” დროებით კეტავს. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი” აცხადებს, ამის მიზეზი სკოლებში ბოლო ზარის ზეიმთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა.

კერძოდ, “საზღვარი” დაიკეტება პარასკევს საღამოს 8 საათიდან კვირას დილის 6 საათამდე.