წინასაახალწლო დღეებში ენგურის ცენტრალური ხიდი ორივე მხარეს ხალხის რეკორდულმა რაოდენობამ გადაკვეთა. როგორც DFWatch -თან საუბრისას “საზღვარზე” გადამსვლელები ყვებიან, ხალხის რიგი თითქმის მთელ ხიდს ფარავდა, რომლის სიგრძე დაახლოებით  ერთი კილომეტრია.

“ჯერ ასეთი ამბავი აქ არავის უნახავს, მესაზღვრეები ამბობენ, რომ ათასობით ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი. მიზეზი ალბათ ის არის, რომ დევნილთა დახმარების ფული დაირიცხა, ვიზების გაცემა დაიწყო და ალბათ ისიც, რომ პირველი იანვრიდან აფხაზური პასპორტები ძალას კარგავს. შესაძლოა ხალხი ამის გამოც დაფრთხა და ერთიანად მოიმარაგეს საჭმელი”, – უთხრა DFWatch-ს თვითმხილველმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამშვები პუნქტებიც საგანგებო რეჟიმზე იყვნენ გადასული და ორის ნაცვლად ოთხი პუნქტი მუშაობდა.