ამბები

აფხაზეთში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებას ითხოვენ

by | October 29, 2017

26 ოქტომბერს სოხუმში, სერგეი ბაღაფშის მოედანზე ჩატარდა აქცია „აფხაზეთი ნარკოტიკების გარეშე". აქციის მონაწილეების განცხადებით, ბოლო წლებია ნარკომანიამ აფხაზეთში საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება ნარკოდამოკიდებული. ისინი სოხუმის მთავრობას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ, რომ „მომავალი თაობა დაღუპვისაგან როგორმე გადაარჩინონ“. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, მოსწავლეებმა, ომის ვეტერანებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებმა. ასევე სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა. მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „არა ნარკოტიკებს“, „ჩვენ ნარკოტიკების წინააღმდეგი ვართ“, „აფხაზეთი ნარკოტიკების გარეშე“. აქციაზე მისულმა დე ფაქტო განათლების მინისტრმაც აღიარა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გახდა ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ამას ერთობლივად უნდა შეებრძოლონ. აქცია „სოციალურ - ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარინა გუმბა ამბობს, რომ ეს პრობლემა ძალიან ბევრ ოჯახს შეეხო და იმისათვის, რომ მომავალი თაობა შეინარჩუნონ, „ძალიან ბევრი და ხმამაღლა უნდა ილაპარაკონ“. ცენტრი ნარკოტიკების მოხმარების ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებს იმას, რომ მთავრობა არ ებრძვის ნარკოტიკებით ვაჭრობას, ამ კრიმინალურ ბიზნესს და ნარკოტიკების ყიდვა ძალიან იოლია. „განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ნარკოტიკების მოხმარება არასრულწლოვანთა შორის,“ - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში, რომელიც აფხაზეთის  დე ფაქტო პარლამენტს გაეგზავნა და სადაც ნარკორეალიზატორებზე  სასჯელის გამკაცრება, მომხმარებელთა მიმართ კი შემსუბუქება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების პრეტენზიაა, რომ ...

ამბები

ცხინვალის მინისტრის ევროტური

by | October 25, 2017

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი 23 ოქტომბერს კატალონიაში იმყოფებოდა. როგორც ცხინვალის საგარეო უწყება აცხადებს, „ვიზიტი ოფიციალური იყო“

ამბები, უმცირესობები

მარნეულში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების საარჩევნო დღის წესრიგი

by | October 22, 2017

„არჩევნებზე ყოველთვის იმ იმედით მივდივართ, რომ იქნებ რაიმე წინსვლა იყოს, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ. მხოლოდ არჩევნების პერიოდში მოდიან, დაპირებებს იძლევიან და მიდიან,“

ამბები, უმცირესობები

რეპორტაჟი ყიზილაჯლოდან – „დღემდე ვინც ავირჩიეთ, არავის არაფერი გაუკეთებია“

by | October 22, 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის  სოფლ ყიზილაჯლოში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მოსახლეობა აცხადებს, რომ არჩევნებზე ხმის მისაცემად მიდის, მაგრამ არჩეული კანდიდატებისგან არაფერს ელოდება.

ამბები

ახალგორის ქართული სკოლების დაწყებითი კლასები სწავლას ჯერ ისევ ვერ იწყებენ

by | October 20, 2017

სექტემბრიდან ოკუპირებული ახალგორის რვავე ქართული სკოლის დაწყებით კლასებში სწავლება რუსულ ენაზე გადავიდა. პედაგოგებს რუსულ ენაზე სწავლება უჭირთ და ამის გამო შიშობენ, რომ, შესაძლოა, სამსახური დაკარგონ. ბავშვებმა კი საერთოდ არ იციან რუსული, რის გამოც შეიძლება ოჯახებს ახალგორის დატოვება და წეროვანში გადასვლა მოუწიოთ. ახალგორში სწავლა 1-ელ სექტემბერს დაიწყო და ქართულ სკოლებში 1-დან მე-4 კლასის ჩათვლით ყველა საგანი რუსულენოვანი სახელმძღვანელოებით უნდა ისწავლებოდეს. ქართული ენა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რიგით საგნად რჩება. როგორც ცხინვალის განათლების მინისტრის მოადგილე ელისა გაგლოევა ამბობს, „სამხრეთ ოსეთში არსებული ყველა სკოლა გადავიდა ახალ საგანმანათლებლო სტანდარტზე“, რასაც ქართული სკოლები ვერ ერგება და ამიტომ ცხინვალმა ამ ხარვეზის აღმოფხვრა გადაწყვიტა: „ქართულ სკოლებში სხვა პროგრამით ასწავლიან. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმსჯელობდით, როგორ მოგვერგო ეს პროგრამა სამხრეთ ოსეთის რეალობაზე. ქართული სკოლები ჩიხში შევიდნენ. სასწავლო პროგრამა არეულ-დარეული აქვთ და ჩვენ გადავწყვიტეთ, დავალაგოთ სიტუაცია. ამისათვის კი ის პროგრამა, რომელიც სამხრეთ ოსეთის სხვა სკოლებში ისწავლება, ქართულ სკოლებშიც უნდა ამოქმედდეს. გარდა ამისა, აქ, ცხინვალში გვაქვს პედაგოგთა ასამაღლებელი კურსები, ასევე ატესტაცია. ლენინგორის სკოლის მასწავლებლები არც ერთს გადიან და არც მეორეს, რადგან მათთვის ცალკე ქართულ ენაზე ფიზიკურად არ გვაქვს არც კურსები და არც საატესტაციო ტესტები. რატომ უნდა იყვნენ ისინი გამონაკლისები?!“ ახალგორის რაიონში (რომელსაც ცხინვალის ხელისუფლებამ საბჭოთადროინდელი ...

ამბები

გალის რაიონში ქართული სკოლა დახურეს

by | October 19, 2017

ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე გალის სკოლების დირექტორებს განუცხადეს, რომ სოფელ მეორე თაგილონის სკოლა იხურება

ამბები

კრასნოდარის სასამართლომ უხუცესის განაჩენი ძალაში დატოვა, ჩერქეზი აქტივისტები პოლიციამ ქალაქში არ შეუშვა

by | October 16, 2017

კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ 16 ოქტომბერს ძალაში დატოვა აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება 67 წლის ჩერქეზი უხუცესისა და აფხაზეთის „გმირად“ შერაცხული რუსლან გვაშევის 10 ათასი რუბლით დაჯარიმებაზე. 

უმცირესობები

ცხინვალში იეჰოვას მოწმეები ექსტრემისტებად გამოაცხადეს და საქმიანობა აუკრძალეს

by | October 16, 2017

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში იეჰოვას მოწმეების დევნა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ეს რელიგიური გაერთიანება ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და მისი საქმიანობა აიკრძალა.

ამბები, უმცირესობები

ან სკოლა ან ჰიჯაბი – „ჩემი შვილები სკოლაში ჰიჯაბის გარეშე არ ივლიან!”

by | October 12, 2017

„მინდა ვისწავლო და მასწავლებელი გამოვიდე. რომ არ ვისწავლო, ვიცი, რომ მომავალში ცხოვრება გამიჭირდება. იმის გამო, რომ ჰიჯაბს ვატარებ, სკოლაში აღარ დამიშვეს.

ამბები

რუსი ძალოვნების მხრიდან აქტივისტის დევნის გამო ჩერქეზებსა და აფხაზებში უკმაყოფილება იზრდება

by | October 10, 2017

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ჩერქეზების უფლებების დარღვევის გამო ერთი თვეა პროტესტი არ ცხრება.

ამბები

„ელ პაისი“: კატალონიამ შეიძლება ორშაბათს დამოუკიდებლობა გამოაცხადოს

by | October 5, 2017

კატალონიის პარლამენტმა შეიძლება დამოუკიდებლობა ორშაბათის სესიაზე გამოაცხადოს, ამის შესახებ ინფორმაციას, ავტონომიური ოლქის ულტრა-მემარცხენე პარტიაზე დაყრდნობით ესპანური გაზეთი „ელ-პაისი“ ავრცელებს.

ამბები

სოხუმი იუნესკოს ძეგლების გადარჩენას სთხოვს

by | October 5, 2017

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გაეროსა და იუნესკოს თხოვნით მიმართავს, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული  უნიკალური ძეგლების დაცვა-გადარჩენაში დაეხმარონ, ხოლო ძეგლების „სავალალო მდგომარეობას“ საქართველოს „გამანადგურებელ პოლიტიკას“ აბრალებენ.

ძიება თარიღის მიხედვით

October 2017
M T W T F S S
« Sep   Nov »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
ads
ads
ads
ads