Daily Archives: July 14, 2016

ევროკომისარი: ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ოქტომბრიდან ამოქმედდება

By | July 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ამ წლის ოქტომბერში აუცილებლად დასრულდება. ამის შესახებ ევროკომისარმა 14 ივლისს ბათუმში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა. […]

სამი კაცი ქურდული სამყაროს წევრობაზე დაიჭირეს, მათ მეწარმეების რეკეტირება ედებათ ბრალად

By | July 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთშაბათს თბილისში სამი – 22, 26 და 42 წლის – კაცი დააკავა, რომლებიც „აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს და იქ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ“. […]

თარხან ბათირაშვილის სიკვდილს “ისლამურ სახელმწიფოშიც” ადასტურებენ

By | July 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი მოკლულია. ალ შიშანი, რომელსაც პენტაგონი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) “ომის მინისტრად“ მიიჩნევს, რამდენიმე მებრძოლთან ერთად ერაყის პატარა ქალაქ შირქათში ბრძოლისას მოკლეს. ეს ქალაქი მოსულის სამხრეთით მდებარეობს და გარშემორტყმულია ერაყის სამთავრობო ძალებით. ამის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს გაავრცელა საინფორმაციო სააგენტომ Amaq-მა, რომელიც მხარს უჭერს ISIS-ს. […]

8 ქალი და 7 კაცი – „ოცნების“ სიის ფავორიტები

By | July 14th, 2016|Categories: ამბები|

„ქართულმა ოცნებამ“  საარჩევნო სიის 15 წევრი წარადგინა,  სადაც 8 ქალი და 7 მამაკაცია. მათ შორის არც ერთი დეპუტატი და მოქმედი მინისტრი არ არის. სამი მათგანი მინისტრის მოადგილეა.   […]

ხიდაშელის ადგილზე სამი კანდიდატი განიხილება

By | July 14th, 2016|Categories: ამბები|

ვინ შეცვლის თავდაცვის მინისტრის პოსტზე „რესპუბლიკელ“ თინა ხიდაშელს, ჯერ გაცხადებული არ არის. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს, თუმცა როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ”ყველაფერს თავისი დრო აქვს” და ახალი მინისტრი უახლოეს დღეებში დასახელდება. თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სამი კანდიდატი განიხილება: ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე და კახი კახიშვილი. […]

თბილისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი გაიხსნა, ის თვითმფრინავებს რთულ მეტეოპირობებშიც მიიღებს

By | July 14th, 2016|Categories: ამბები|

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორშაბათს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი გაიხსნა. სარეაბილიტაციო სამუშაო 12 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა პერიოდშიც ავიარეისები არ გაუქმებულა. თუმცა, რეისები ოდნავ შეცვლილი გრაფიკით განხორციელდა. ასაფრენი ზოლი ყოველდღიურად 10 საათით იკეტებოდა,  საღამოს 8 საათამდე. როგორც DFWatch-ს აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, ასაფრენი ბილიკი ოც წელზეა გათვლილი, რაც ნიშნავს რომ 2036 წლამდე მას განახლება [...]