ამბები

დაჭრილ პოლიციელს ტომოგრაფიამ თავში საფანტის 9 ტყვია უპოვა

by | Aug 11, 2015

კახეთში, ზემო ალვანში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა მძიმედ რჩება. კახეთის საინფორმაციო ცენტრი, თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიით პოლიციელის თავში საფანტის 9 ტყვია აღმოაჩინეს.

თელავიდან პოლიციელი, რომელიც ოჯახურმა მოძალადემ დაჭრა, თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმოიყვანეს.

შსს-ს ცნობით, ახმეტის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება სოფელ ზემო ალვანში ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე გასულ პოლიციელებს ოჯახურ ძალადობაში ეჭვმიტანილმა ელიზბარ - ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი თავისა და გულმკერდის არეში დაიჭრა.

ამის შემდეგ შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების ჯგუფი მივიდა, რომელმაც თავდამსხმაში ეჭვმიტანილი დააკავა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-109- მუხლის მე-3 ნაწილისქვეპუნქტით).

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031