სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

მასწავლებელი ჩაკეტილი გალიდან, რომელიც აბიტურიენტებს უფასოდ ამეცადინებს

პანდემიის გამო გალის რაიონში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ადგილობივი მასწავლებლები კი მაქსიმალურად ცდილობენ დისტანციური სწავლებით შეუვსონ მოსწავლეებს დანაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურ სწავლებას მთელი რიგი სირთულეები აქვს, მათ შორის ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება, ადგილობრივი პედაგოგები ამას მაინც მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებენ. მეტიც, ჩვენ აღმოვაჩინეთ მასწავლებელი, რომელიც არათუ ადგილზე, გალის რაიონში ამეცადინებს მოსწავლეებს, არამედ, როგორც მოხალისეს, დისტანციურად, ენგურს გაღმა, … Read more

გალის მოსახლეობა პანდემიით გამოწვეულ ბლოკადას სხვადასხვა გზებით უმკლავდება

ფაქტობრივი ბლოკადის პირობებში გალის მოსახლეობა ყოფით პრობლემებს სხვადასხვა გზებით უმკლავდება. კოვიდ-19-ის პანდემიის გამო სოხუმის რეჟიმმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე ჩაკეტა ერთადერთი გზა, რომელიც გალის რაიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს. როგორც ადგილობრივები DFWatch-თან საუბარში აღნიშნავენ, ვერ ახერხებენ იმ შემოსავლის მიღებას, რაც პენსიისა და დევნილის სოციალური შემწეობის სახით აქვთ. „ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი პენსიონერია, მათი შემოსავალი პენსია და დევნილის … Read more

გალელები ენგურის ხიდის გახსნას მიესალმებიან, მაგრამ უკან დაბრუნების საკითხი აღელვებთ

გალში მცხოვრები ქართველები სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ხიდის ცალმხრივად გახსნას მიესალმებიან, თუმცა ანალოგიურ კორიდორს საპირისპირო მიმართულებითაც ითხოვენ. მართალია სოხუმის რეჟიმი არ იძლევა გალიდან ზუგდიდში გადასვლის უფლებას, თუმცა გალელები ფიქრობენ, ქართულ მხარეს რომ მეტი ყურადღება გამოეჩინა, გზას ორმხრივად ისინიც გახსნიდნენ. ამბობენ, რომ უკან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას 14-დღიანი კარანტინი უწევთ და ხშირად იძულებულნი არიან შავ გადასასვლელებს … Read more

უკრაინული კვლევა – რა საინფორმაციო გამოწვევები ახლავს კოვიდ-19-ის პანდემიას

კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ინფორმაციული კუთხით საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ეროვნული უმცირესობებისთვის, განსაკუთრებით ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვის საკარანტინო ზომებისა და სხვა შეზღუდვების კომუნიკაცია იყო, რასაც მთელი რიგი ინციდენტები მოჰყვა, ნათქვამია  უკრაინული კვლევითი ორგანიზაცია „საგარეო პოლიტიკური საბჭო – უკრაინული პრიზმის“ კვლევაში, რომელმაც კოვიდ-19 პანდემიის კონტექსტში გავრცელებულ დეზინფორმაციას, ფეიკებსა და მითებს ეხებოდა.   კვლევაში სახელწოდებით „კორონავირუსის გამოსაცდელი ტესტი: … Read more