Daily Archives: September 20, 2016

პროკურატურა: 26 მაისის დარბევაზე კუდ-ს თითქმის მილიონამდე პრემია მისცეს

By | September 20th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

პროკურატურის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე ახალი გარემოებები გამოვლინდა და, ვანო მერაბიშვილის შემდეგ, აქციის დარბევასა და მომიტინგეების მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალდებულად კიდევ 4 ყოფილი მაღალჩინოსანი ცნო – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) ყოფილი დირექტორი დავით (დათა) ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. […]

ბურჭულაძე – ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც მხარს გვიჭერენ

By | September 20th, 2016|Categories: ამბები|

„ზეწოლა ჩემზე და ჩემ მიერ დაარსებულ მოძრაობაზე „სახელმწიფო ხალხისთვის“ არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სისტემა და მეთოდები არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები. ჩვენ გვითვალთვალებენ, გვისმენენენ, ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, ვინც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას,“- ამის შესახებ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა სასტუმრო „რედისონში“ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პარტიის წევრების მიმართ წნეხსა და თვალთვალზე საუბრის გარდა პაატა  ბურჭულაძემ ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა. მან ექსპრეიერს მატყუარა უწოდა და უსაფუძვლო პირადი შეურაცხყოფისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდაც მოითხოვა: „ის არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას იმ არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო, რაც მან ბოლო დროს იკადრა“. […]

„ოცნება“ და „ნაციონალები“ ერთმანეთს მორიგ პროვოკაციაში ადანაშაულებენ

By | September 20th, 2016|Categories: ამბები|

„ქართული ოცნება“ მორიგ პროვოკაციაში კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. ამჯერად, ცეცხლასროლი იარაღით დაგეგმილ პროვოკაციაზეა საუბარი და როგორც მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, „ნაციონალების“ სამი აქტივისტი კვირას გამთენიისას იარაღით შევიდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა მათი მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან გოგიჩაიშვილის საარჩევნო შტაბში, საბურთალოს რაიონში. […]