Daily Archives: March 31, 2016

ვალიშვილი: “გაზპრომთან მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დასრულდება”

By | March 31st, 2016|Categories: ამბები|

Anti-Gazprom Demonstration in Tbilisi March, 2016 (DFWatch) “გაზპრომთან” გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობა  გრძელდება და ვფიქრობ, ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება, – ამის შესახებ ოთხშაბათს ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა. […]

პროკურატურა: უმეტესად საქმე გვაქვს “ვირუსთან”

By | March 31st, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

ხუთშაბათს ფარული ვიდეო-კადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ ფარული ჩანაწერების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხშირ შემთხვევაში არ დადასტურდა  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება  და გაირკვა, რომ უმეტესად საქმე ინტერნეტ „ვირუსთან“ გვაქვს. მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში DFWatch-ს უთხრეს, რომ ეს განცხადება ზოგადად გასულ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხება და არა კონკრეტულად ხუთშათათს გავრცელებულ [...]

პრემიერი კვირიკაშვილი: არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნებაც“ მარტო გავა

By | March 31st, 2016|Categories: ამბები|

კვირიკაშვილი: ნორმალური და მისაღებია, თუ “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად გავა არჩევნებში (ipn) „არჩევნებში პარტიები გავალთ დამოუკიდებლად, ხოლო შემდგომში, მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდება, ხდება  გარკვეული კოალიციების შექმნა,“-  ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. […]

„რესპუბლიკელები“ არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს

By | March 31st, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

ხათუნა სამნიძის თქმით, “რესპუბლიკური პარტია” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას (ipn) რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, „რესპუბლიკელი“ მინისტრები კი თანამდებობებს დატოვებენ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო. ეს განცხადება პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ 12 საათზე პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. […]

ინტერნეტში კიდევ ერთი „ჭუჭყიანი ჩანაწერის“ გავრცელება სცადეს

By | March 31st, 2016|Categories: ამბები|Tags: |

ინტერნეტში პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი, ორი კვირის წინ დაანონსებული მორიგი ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. კიდევ ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები დაუდგენელმა პირებმა ხუთშაბათს, რამდენიმე პირის ფეისბუქ გვერდზე ატვირთეს. ეს ვიდეოები „იუთუბზე“ იყო ატვირთული, თუმცა ამ დროისთვის დაბლოკილია. […]