Daily Archives: March 28, 2016

ტუღუში : „შსს-მაც და პროკურატურამაც იცის, ვინ ახორციელებდა ფარულ მიყურადებას “

By | March 28th, 2016|Categories: ამბები|

ლაშა ტუღუში (DFtalk) „მოსალოდნელია დაბომბვა, ანუ  ინტერნეტ სივრცეში ერთდროულად არა ერთი ან ორი, არამედ ასეულობით უკანონო ჩანაწერი გამოიყაროს,“ – ამბობს პოლიტიკოსების პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტში გავრცელებაზე საუბრისას გაზეთ „რეზონანსისა“ და DF Watch-ის მთავარ რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც ფარული ჩანაწერების განადგურებისთვის 2013 წელს  შექმნილი კომისიის წევრი იყო. […]

ვერძეული : კადრების გავრცელება შეტევაა პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური ქალების წინააღმდეგ

By | March 28th, 2016|Categories: ამბები|

სოფო ვერძეული (DFtalk) „მმართველი პოლიტიკური ძალის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებების მოსმენის შემდეგ,  მიჩნდება განცდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ავტორებს გარკვეული დასაყრდენი მმართველ ძალაშიც გააჩნიათ“, – თქვა  ა/ო „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა, ფარული მიყურადების თემაზე გამართულ დისკუსიაზე. […]

პრეზიდენტის მრჩეველი : მოხელემ, რომელიც შანტაჟს ექვემდებარება, თანამდებობა უნდა დატოვოს

By | March 28th, 2016|Categories: ამბები|

სოფო ვერძეული, კახა კოჟორიძე, დომინიკ ცაგარა, ლაშა ტუღუში (DFtalk) „პოლიტიკური ნება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო, ფარული ჩანაწერების საქმე გამოიძიონ, ქვეყანაში არ არის,“ – აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ, 11 და 14 მარტს პოლიტიკოსების პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტში გავრცელების ფაქტებზე გამართულ დისკუსიაზე. […]