Daily Archives: March 4, 2016

თოფაძე : პოლიტსაბჭოზე „ძალიან სერიოზული გარჩევა იქნება“

By | March 4th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

მმართველ კოალიციაში დაპირისპირების ერთ-ერთმა სუბიექტმა,  „მრეწველების“ ლიდერმა, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია „რესპუბლიკელების“ ბრალდებებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე უპასუხებს, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება, და სადაც  „ძალიან სერიოზული გარჩევა იქნება, ვინ არის მართალი და ვინ არა". ამის შესახებ, თოფაძემ ტელეკომპანია იბერიას გადაცემა „პრიორიტეტში“,  მმართველ კოალიციაში „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას თქვა. მისი თქმით, ამ დაპირისპირების შესახებ  [...]

პრემიერი: კოალიცია მკაფიო მიზნების გარშემო იქნება გაერთიანებული

By | March 4th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

თუ „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციურ ფორმატში გავა, ის მკაფიო მიზნების გარშემო იქნება გაერთიანებული, განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  პარასკევს მთავრობის სხდომაზე.  ამასთანავე, მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის „მნიშვნელოვანწილად განახლდება“. პრემიერმა ხუთშაბათს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ „რესპუბლიკელებთან“ ორპარტიულ, სტრატეგიულ თანამშრომლობას აპირებს . თუმცა რას გულისხმობს, [...]

რესპუბლიკური პარტია კოალიციაში, ხიდაშელი კი თავის პოსტზე რჩება

By | March 4th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , , |

რესპუბლიკური პარტია კოალიციაში რჩება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრის მიზეზი კი პრემიერის განცხადება გახდა, რომელმაც დაპირისპირებულ მხარეებს, „მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელებს“, პრობლემის კოალიციის შიგნით განხილვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა. […]