ცხინვალი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით “საზღვარს” კეტავს
აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალის რეჟიმი დე ფაქტო საზღვარს დროებით კეტავს.
გამშვები პუნქტი, რომელიც სოფელ მოსაბრუნთან მდებარეობს (ე.წ. “რაზდახანის” საბაჟო-გამშვები პუნქტი), დღეს საღამოს 8 საათზე ჩაიკეტება და 9 აგვისტოს ადრიან დილით, დაახლოებით 6 საათისთვის გაიხსნება.
“რესპუბლიკის საზღვრებს” ცხინვალის უშიშროების კომიტეტი აკონტროლებს. როგორც ამ უწყებაში აცხადებენ, “საზღვრის” ჩაკეტვა ომის მე-11 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონოსძიებებს უკავშირდება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.