(გალ-ინფო.)

როგორც DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ თაგილონის მცხოვრებმა გ.ე.-მ განუცხადა, ბავშვები ჯერ სოხუმში ჰყავდათ, თუმცა შემდეგ მათი ზუგდიდში გადაყვანა გახდა აუცილებელი.

„ბავშვებს მაღალი სიცხე ჰქონდათ რამდენიმე დღე, სოხუმში გვყვდა, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. აუცილებელი იყო ზუგდიდში გადაყვანა, მაგრამ „საზღვარზე“ არ გაგვატარეს. სამი დღე ყოველ დღე დავდიოდით, მიგვქონდა სხვადასხვა საბუთი ყველა სამედიცინო პუნქტიდან, სადაც კი გვყოლია, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, მაინც მოვახერხეთ და ახლა ზუგდიდში ვმკურნალობთ“, – გვითხრა გ.ე.-მ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ღორის გრიპის გამო სოხუმის რეჟიმმა ენგურის ცენტრალური ხიდზე კარანტინი გამოაცხადა.

ექიმები ამბობენ, რომ მიმართვიანობამ რადიკალურად იმატა, აფთიაქებში კი წამლების მარაგი არ არის.