თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში სამი ახალი – თურქმენული, რუსული და უკრაინული – ავიაკომპანია შემოდის.
კერძოდ, 1-ელ ნოემბერს ქართულ ავიაბაზარზე შემოდის რუსული „პობედა”, 2 ნოემბრიდან თურქმენული Turkmenistan Airlines და 27 ნოემბრიდან უკრაინული DART Airlines Ukraine. ისინი რეგულარულ რეისებს, შესაბამისად, როსტოვის, აშხაბადის და კიევის მიმართულებით შეასრულებენ.
„დარტ უკრაინა“ კიევის მიმართულებით რეისებს შეასრულებს კვირაში ორჯერ – ორშაბათსა და პარასკევს; „თურქმენისტანი“ აშხაბადის მიმართულებით კვირაში ორჯერ – ორშაბათსა და ხუთშაბათს იფრენს; ხოლო როსტოვის მიმართულებით კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს,“- DFWatch-თან საუბრისას ამბობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსო მარიამ ნეფარიძე.
მისი თქმით, ამ ავიაკომპანიებიდან მანამდე მხოლოდ „დარკს” ჰქონდა რეისები ბათუმიდან, თბილისის აეროპორტში კი სამივე პირველად შემოდის.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.