(Facebook.)

„ეს ქვეყანა არ არსებობს, ეს ქვეყანა არის ბიძინა ივანიშვილის ფულის კეთების დაზგა და ხუშტურების მომსახურების სააგენტო. ახლა ერთი არჩევნები იქნება მთაწმინდაზე და ეს აჯანყების დასაწყისი  უნდა იყოს. ივანიშვილი აჯანყების, ამბოხისა და ქუჩაში გამოსვლის გარეშე არაფერს არ დათმობს. ისე ხოშიანად არის ჩაძირული თავის კორუფციაშიც და თავის დანაშაულშიც,“ – განაცხადა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია კავკასიის გადაცემაში „სპექტრი“.

მისი თქმით, ივანიშვილი საქართველოში ფულის გაკეთებაზეა გადასული და „ამ ქვეყნის ჯიჯგვნას“ სააკაშვილის დაბრუნების შიშით იხანგრძლივებს.

„სადაც შეიძლება საქართველოში ფული გააკეთოს, იქ აკეთებს… ბიტკოინების ქარხანა გლდანში, რომლისთვისაც გამოაცხადა თავისუფალი ეკონომიკური ზონა და პარლამენტს ცვლილება შატანინა, მეორე იყო მსოფლიოში წარმადობით. „არემჯი გოლდმა“ ნახა, რომ ბოლნისში ოქრო იყო, მიადგნენ – დედა უტირეს.  ფიტარეთთან მთელი მთები და ფერდობებია მოჭრილი. უზარმაზარი ტყის მასივი არის გაუბედურებული. არ აქვს ამ კაცს სინდისი და ნამუსი. პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი გავაგდოთ იმიტომ, რომ ის თავისი ნებით არ წავა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისევ თეთრი ცხენით არ შემოჭენდეს აქ სააკაშვილი,“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ამბობს, რომ ივანიშვილის ხელის ბიჭები და გოგოები არიან ჩამწკრივენულნი ხელისუფლებაში. სახელმწიფო, ინსტიტუციები და ქვეყანა არის მისი მომსახურებითაა დაკავებული.

„ვინ არის მთავარი პროკურორი? – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი; ვინ არის სუსის უფროსი? – ბიძინა ივანიშვილის სნაიპერი და დაცვის წევრი, გომელაური,“ – თქვა ალეკო ელისაშვილმა.