
გამარჯვების დღის მსვლელობა. 2017 წ. (გალ-ინფო)
30 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა “გამარჯვების დღეს” აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებები იგეგმება. ერთ-ერთი მათგანია საინიციატივო ჯგუფის მიერ დაგეგმილი მსვლელობა „ჩვენი გმირების გზა“, რომელშიც მონაწილეობას, ძირითადად, აფხაზი ახალგაზრდები ღებულობენ.
ღონისძიებებში ჩართულობა დაევალათ, ასევე, გალის რაიონში მოქმედ ქართულ სკოლებსაც. DFWatch-ის ინფორმაციით, სკოლებს დაავალეს, რომ ამ დღეს გალის ცენტრში დაგეგმილ საზეიმო კონცერტზე თითოეულმა მათგანმა თითო ნომერი უნდა წარმოადგინოს. აღსანიშნავია, რომ ქართულ სკოლებს მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ყოველ წელს ევალებათ-ხოლმე.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.