ამბები

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მეტროსადგურის მშენებლობა 2017-ის მაისში დასრულდება

by | Sep 4, 2016
metro

(mdf.org.ge)

უნივერსიტეტის  მაღლივ კორპუსთან 23-ე მეტროსადგურის – „უნივერსიტეტის“ – მშენებლობა 2017 წლის მაისში დასრულდება. ახალ სადგურს სულ  4 ამოსასვლელი ექნება ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე.

metrosadguri

(mdf.org.ge)

83-მილიონიან პროექტს  მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. მის  ფარგლებში დელისსა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება.

როგორც DFWatch-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს, სამშენებლო სამუშაო გეგმის მიხედვით მიდის. კერძოდ, ამ ეტაპზე ბეტონს ასხამენ, შემდეგ მოხდება რელსების დამონტაჟება. ასევე უახლოეს პერიოდში ელიან ესკალატორებს, რომელიც გერმანიიდან ჩამოვა.

ფონდის ცნობით, მეტროსადგური დანარჩენებისგან გამორჩეული, თანამედროვე ევროპული სტანდარტების იქნება. სადგური  მორგებული იქნება შშმ პირებისთვისაც.

თუ როგორი იქნება ახალი სადგური, ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.

მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო კომპანია „ევროსტუდიომ“ მოამზადა. ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანური  საწარმო KOBRA ASSIGNIA ახორციელებს.

დღეისათვის, თბილისის მეტრო  2 ხაზისგან შედგება საერთო სიგრძით 56 კმ. და ჯამში დედაქალაქში 22 სადგური ფუნქციონირებს.

ცნობისთვის, თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული იყო.

თბილისის მეტრო, 1966 წელს 6 კმ სიგრძის, ექვსი სადგურით გაიხსნა, 1985 წელს დაიწყო მეტროს მეორე  ხაზის მშენებლობა, თუმცა 1993-დან 1998 წლამდე სამუშაო შეჩერდა. საბოლოოდ კი 2000 წლისთვის მეტროპოლიტენის მეორე ხაზის მშენებლობა სადგურ „ვაჟა-ფშაველათი” დასრულდა.  მეორე ხაზის მშენებლობის პერიოდშივე დაიგეგმა სადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობაც. ვაჟა-ფშაველასა და უნივერსიტეტის სადგურებს შორის გვირაბებიც გაიყვანეს, თუმცა, ეს პროექტი 2 ათეული წელი მხოლოდ ფურცელზე არსებობდა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031