ამბები

ობობა ტარანტული თბილისში – როგორც უნდა დავიცვათ თავი

by | Jul 6, 2016

tarantთბილისსა და თბილისის შემოგარენში ტარანტულების გამოჩენით გამოწვეულ აჟიოტაჟთან დაკავშირებით დაავადებათა ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცლებს და მოსახლეობას მიმართავს, რომ ობობა შხამიანია, მაგრამ საშიშარ არის.

ტარანტული — ობობასნაირთა კლასის  საკმაოდ დიდი (20-30 მმ სიგრძის), ფეხსახსრიანი ცხოველია. ბინადრობს უდაბნოებში, ნახევრად უდაბნოებსა და ტყე-ველებში. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული Lycosidae-თა რამდენიმე სახეობა. ამათგან Lycosa singoriensis-ს საშიში შესახედაობის გამო „ობობა-მგელს“ უწოდებენ.

ყველა ტარანტული მეტ-ნაკლებად შხამიანია, მაგრამ ადამიანისათვის საშიში არ არის. „ობობა-მგლის“ სხეულის სიგრძე 25-35 მმ. წონა 2.6-იდან 7 გრ-მდეა. დაფარულია ხშირი რბილი ბეწვით. აქტიურობს ძირითადად ღამით.

„მეტად აგრესიული ობობაა. შხამიანია. კბენა იწვევს ლოკალურ დალურჯებას და ძლიერი ტკივილის შეგრძნებას ნაკბენის ადგილზე. ადამიანს თავს არ ესხმის და კბენს მხოლოდ მაშინ თუ ეცდებით მის დაჭერას. ეგზოტიკური ცხოველის ზოგიერთ მოყვარულს ტარანტული სახლში ჰყავს,“ – ნათქვამია განცხადებაში და იქვე მოცემულია რჩევებიც, როგორ უნდა დაიცვათ თავი ტარანტულებისგან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაფრთხილებით: საველე პირობებში განთავსებისთვის უპირატესობა მიანიჭეთ მოსწორებულ ადგილებს ქვების, ნაპრალების, მშრალი ბალახის გროვების გარეშე; ყურადღებით დაათვალიერეთ საძილე ტომრები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩაცმამდე; კოცონის დასანთები მასალა არ შეაგროვოთ დაბინდების შემდეგ; ფანჯრებსა და ღიობებზე დაამაგრეთ დამცავი ბადეები – ეს დაგიცავთ არა მხოლოდ ტარანტულებსგან, არამედ სხვა აბეზარი მწერებისგანაც; ნუ აწვალებთ ტარანტულებს – საშიშროებისას ისინი შეიძლება შემოგახტნენ და გიკბინოთ! ტარანტულის გასანადგურებლად გამოიყენეთ ინსექტიციდები!

რა არ უნდა გააკეთოთ ტარანტულის კბენის შემდეგ?

არ მოიწვათ ნაკბენი. ტოქსიკოლოგები თვლიან, რომ ეს მეთოდი არაეფექტური და საკმაოდ სახიფათოა; არ დასეროთ დაზიანებული ადგილი – ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს; არ დაიზილოთ და მოიქაოთ ნაკბენი ადგილი – ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს;

რა შეიძლება გააკეთოთ ტარანტულის კბენისას?

მოიბანეთ ნაკბენი ადგილი თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული ან ჩვეულებრივი ხელის საბანი საპნით. ამასთან კანი ძლიერ არ დაიზილოთ; დაიმუშავეთ ნაკბენი ანტისეპტიკით; დაიდეთ ნაკბენზე ცივი საფენი, შემდეგ მოიშორეთ და ისევ გაიმეორეთ პროცედურა. განაგრძეთ პროცედურები სანამ არ შეწყდება ტკივილი; შეშუპების თავიდან ასაცილებლად, ნაკბენი ადგილი განალაგეთ მაღლა; მიიღეთ ბევრი სითხე – ეს უზრუნველყოფს ტოქსინების სწრაფ გამოდევნას; ალერგიული რექციის შემთხვევაში – მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი;

იმ შემთხვევაში თუ, ტარანტულმა უკბინა ბავშვს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირს, ან თუ დაზარალებულის თვითშეგრძნება სწრაფად უარესდება – სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930