ამბები

თბილისის მერია ტაქსების რეგულირებაზე ფიქრს იწყებს

by | Apr 2, 2016
taxi_sign

მერია თბილისელებს ტაქსების სისტემის დახვეწას პირდება

„დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, უნდა აღმოიფხვრას. ტაქსით მგზავრობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული უნდა გახდეს,” – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  დედაქალაქში ტაქსების სექტორის რეგულირებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ისე უნდა მოხერხდეს, რომ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების შემოსავალზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა არ იქონიოს.

თბილისის მერია უკვე მუშაობს ტაქსების რეგულირების დოკუმენტის შემუშავებაზე. თუმცა როგორც DFWatch-ს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, დოკუმენტი საბოლოო სახით ჯერ არ არსებობს და არც რეგულირებაზეა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული.

მერიაში ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებთან, ტაქსის კომპანიების წარმომადგენლებთან თუ საკრებულოს წევრებთან სამი შეხვედრა გაიმართა, სადაც იმსჯელეს, თუ რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს მძღოლი და ავტომობილი, რომ  მომხარებელს ჯეროვნად მოემსახუროს.

თუმცა, რადგან ჯერ მხოლოდ  წინასამუშაო დოკუმენტია შემუშავებული, მერიაში არ დააკონკრეტეს, კონკრეტულად რა სტანდარტებზეა საუბარი.

„საწყისი ეტაპისთვის მხოლოდ მიახლოებითი კონტურებია გამოკვეთილი როგორც ავტომანქანის, ასევე მძღოლის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს  გულისხმობს, რომ ავტომობილი გამართული იყოს და მომხარებელს საფრთხე არ შეუქმნას, მძღოლს კი მინიმუმ ჯანმრთელობის, ნარკოლოგიური ცნობა ჰქონდეს. ეს არის დაახლოებით ის საკითხები, რაზეც იყო მსჯელობა, თუმცა დოკუმენტის საბოლოო სახე დადგენილი არ არის,“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

DFWatch დაინტერესდა თუ გულისხმობს ტაქსების სექტორის რეგულირება ლიცენზირებასაც, რაზეც საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს იყო, თუმცა მერია მაშინ  ამას უარყოფდა.

როგორც DFWatch-ს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, ამ შეხვედრებზე  სიტყვა “ლიცენზირება” გაჟღერებულიც არ ყოფილა.

მათივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი იყო ასევე ტაქსების აღრიცხვაზეც, თუ რამდენი ტაქსი მოძრაობს ქალაქში, რამდენია აქედან კომპანის და რამდენი – კერძო.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031