ამბები

თბილისის აეროპორტში 5 კგ-ზე მეტი კოკაინი ამოიღეს

by | Aug 19, 2015
cocaine_seized

police.ge

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას პოლიციამ და საბაჟო სამსახურმა, ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრაზილიის, ეკვადორისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს, რომლებსაც საქართველოში 5,2 კილოგრამზე მეტი კოკაინი შემოჰქონდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტოში ამასთან დაკავშირებით ოთხშაბათს სპეციალური ბრიფინგი ჩატარდა, სადაც განაცხადეს, რომ კოკაინის დიდი პარტიის დაკავებასთან ერთად, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების ტრანზიტის ახალი მარშრუტი გამოავლინეს, თუმცა ამ მარშრუტის დეტალები არ გაუმხელიათ.

სულ, შსს-ს განცხადების თანახმად, ბოლოს ერთი თვის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ საქართველოში 12 კილოგრამზე მეტი კოკაინის შემოტანაა დადასტურებული.

აღსანიშნავია, რომ კოკაინი საქართველოში შედარებით იშვიათი და, შესაბამისად, ძვირი ნარკოტიკია.

დაკავებული უცხოელების წინააღმდეგ გამოძიება მიდის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით –  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შენახვა.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031