Daily Archives: June 6, 2016

საკონსტიტუციო სასამართლოზე ახალი კანონი საკონსტიტუციოშივე გასაჩივრდება

By | June 6th, 2016|Categories: ამბები|

არასამთავრობო სექტორი კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ისევ კრიტიკის საგანია. ამჯერად 34 არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციის დიდი ნაწილი არა მარტო საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ გამოთქვამს პრეტენზიებს, არამედ პრეზიდენტის მიმართაც. […]

ხმაურის რეგულირების საკითხი პარლამენტმა მეორედ ჩააგდო

By | June 6th, 2016|Categories: ამბები|

ამ კანონის განხილვა შემდეგი მოწვევის პარლამენტამდე ვეღარ მოესწრება. (parliament.ge) ხმაურის შესახებ კანონს, რომელიც  თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  თედო კობახიძემ 2016 წლის იანვარში წარადგინა, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა  მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ DFWatch-ს თედო კობახიძე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობის მიზეზი საკრებულოში ამ პრობლემაზე მოქალაქეთა მიერ შეტანილი ასეულობით განცხადება გახდა. […]

კოსოვოს გაწევრიანების შემდეგ, ფიფა-ს წევრობაზე აფხაზეთიც მიმართავს

By | June 6th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

ფიფას მატჩ-აგენტები დაგ ლარსონი (ცენტრში) და სერგეი აზიზოვი (მარჯვნივ) სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ საქართველომ ფიფა-ს მისი წარმომადგენლების განცხადებებსა და აფხაზეთში ჩასვლაზე რეაგირების მოთხოვნით უკვე მიმართა. (Sputnik-Abkhazia) ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა  აპირებს,  ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას (FIFA) გაწევრიანების თხოვნით მიმართოს. დე-ფაქტო პრემიერ არტურ მიქვაბიას თქმით, განაცხადზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის ფიფაში ახლო მომავალში გაიგზავნება. თუმცა, თბილისში დარწმუნებულნი არიან, რომ  აფხაზეთს ფიფა-ს წევრობის არანაირი შანსი არ აქვს. […]