კარანტინის ფარგლებში აფხაზი სამხედროები გალში ღორებს ხოცავენ. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა აცნობეს, სამხედროები ოთხშაბათს დილიდან დადიოდნენ მანქანით გალსა და მიმდებარე სოფლებში და ღორებს ავტომატებით ცხრილავდბენ.
თუმცა 1990-იანებისა დ 2000-იანების დასაწყისისგან განსხვავებით, როცა აფხაზი სამხედროები და გასამხედროებული კრიმინალური დაჯგუფებები გალის რაიონში პერიოდულ რეიდებს აწყობდნენ, ამჯერად მათ დახოცილი პირუტყვი არ მოჰქონდათ.
“კარანტინის ფარგლებშიო, არადა ღორის გრიპს არაფერი აქვს საერთო ღორთან. ხალხს რაღაც ორი ლუკმა დარჩენია, იმასაც ართმევენ, მომკითხავი კი არავინაა. მე პირადად დავამწყვდევ და თუ მაინც მოკლავენ, რა ვუყო, იარაღიან ხალხს რა ვუმტკიცო”, – აცხადებს გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.