(Gal TV.)

9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა გალის ქართულმა სკოლებმაც მიიღეს. როგორც DFWatch-ს მასწავლებლებმა უთხრეს, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა სკოლის პროგრამაშია გაწერილი და აუცილებელი ხასიათი აქვს.

„გვევალება ბავშვებს შესაბამისი ლექსები და სიმღერები ვასწავლოთ. რა თქმა უნდა ყველაფერი რუსულად. ყველა სკოლა მართავს ამ დღეს პატარა ღონისძიებას, შესაბამისად, წელსაც ანალოგიურად ჩატარდა. ზოგჯერ მოდიან გალის ადმინისტრაციიდან და გვაკონტროლებენ. იმ სოფლებში, სადაც სამხედრო ბაზებია, რუსი სამხედროებიც უერთდებიან ღონისძიებას“.

მათივე თქმით, რუსი სამხედროები, სამხედრო ბაზებთან ახლოს მდებაზე სკოლებს ესტუმრნენ, ღონისძიებას დაესწრნენ და სიმბოლურად „პაიოკი“ მიიტანეს (სამხედროებისთვის განკუთვნილი საკვები).

„წიწიბურა და ლიმონათი მოიტანეს. პატარა მაგიდა გაშალეს და ყველას დაურიგეს, ვინც ღონისძიებას ესწრებოდა“, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.