Daily Archives: August 5, 2016

თელავში პრორუსული მოძრაობის ყრილობა ჩაიშალა

By | August 5th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

„სოციალისტური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია აცხადებს, რომ მათი მიზანია რუსეთთან დაახლოება, მასთან სამხედრო-სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმება და სოციალისტური სისტემის მშენებლობა. „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თელავის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი  ყრილობა, რომელიც ხუთშაბათს, 4 აგვისტოს (გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის დღეს) უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მოძრაობის ერთი წარმომადგენელი კი რომელმაც მოქალაქეს სილა გაარტყა, პოლიციამ დააკავა.    […]

ფატალური დაპირისპირება წალკელი პოლიტიკოსების ოჯახებს შორის – მოკლულია ერთი ადამიანი

By | August 5th, 2016|Categories: ამბები|

წალკაში ორ ოჯახს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად  23 წლის ახალგაზრდა დაიღუპა,  54 წლის კაცი  კი დაიჭრა. შეტაკებაში მონაწილე ორი პირი –  ანდრიკ თამარიანი და ჰაიკ მელტონიანი – უკვე დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაპირისპირება  პირადი კონფლიქტის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოიშვა. […]

სუს-ი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების აღკვეთას მოითხოვს

By | August 5th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

სტალინის ბიუსტი სოფელ აკურაში (ipn) მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ მიერ ხუთშაბათს თელავში დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) შს სამინისტროს ოთხშაბათს, 3 აგვისტოს, სპეციალური განცხადებით მიმართა, რომ  არ დაეშვა ორგანიზაციის მხრიდან კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, რაც საქართველოს კანონმდებლობით („თავისუფალი ქარტია“ ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება. […]