ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ სუს-ს ფარული მოსმენებზე წვდომის „გასაღები“ ჩამოართვა

by | Apr 15, 2016
This Affects You too against secret surveillance (DFWatch)

საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენისა და თვალთვალის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის „ეს შენ გეხება” წევრი ორგანიზაციების სარჩელი ორივე ნაწილში დააკმაყოფილა. (DFWatch)

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ფარული მოსმენების ე.წ. „გასაღები“ ანუ ადამიანის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე  წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) აღარ ექნება.

როგორც DFWatch-ს  ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენისა და თვალთვალის  წინააღმდეგ  წარმოებული კამპანიის „ეს შენ გეხება” წევრი ორგანიზაციების სარჩელი ორივე ნაწილში დააკმაყოფილა. ანუ, გარდა ფარული მოსმენის „გასაღების“  ჩამორთმევისა, სუს-ს აღარ ექნება უფლება დააკოპიროს და შეინახოს მოქალაქეთა  მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (სად ვრეკავთ, ვის ვურეკავთ, და ა.შ.), რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით ყველა მოქალაქეზე აგროვებდა.

საჯაია ამბობს, რომ მიუღებელი და არაკონსტიტუციურია არსებული ნორმა, რომლითაც სუს-ს კომუნიკაციების კომპანიებთან  მუდმივი მიერთება, პირდაპირი წვდომა აქვს და საკუთარი ბრძანების საფუძველზე (გასაღებს სწორედ ამ ბრძანების ინიცირებას ვუწოდებთ) ნებისმიერი ინფორმაციის წამოღება  შეუძლია ისე, რომ თვითონ კომპანიას ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაით, პარლამენტს ფარულ მოსმენებზე ახალი რეგულაციების შემუშავებისთვის ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მიეცა.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ არაკონსტიტუციურია კანონმდებლობის მოქმედი ნორმები, რომელიც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის უფლებას იძლევა.  ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენის განსახორციელებლად და ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგისთვის  საჭირო ტექნიკური საშუალებების ფლობა, რაც პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების  პრაქტიკულად შეუზღუდავ შესაძლებლობას იძლევა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 31 მარტიდან ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ქვეყანაში ე.წ. „ორგასაღებიანი“ სისტემა ამოქმედდა, რომლის თანახმადაც,  ერთი „გასაღები“ აქვს სუს-ს  და მეორე – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

ეს კი ნიშნავდა, რომ სუს-ი თუნდაც სასამართლო ნებართვის შემთხვევაში ვერ განახორციელებდა ფარულ მოსმენას თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანხმობა და ბრძანებაც არ ექნებოდა.

თუმცა, აღნიშნულ სისტემას სამოქალაქო სექტორი აკრიტიკებს სწორედ იმიტომ, რომ „გასაღები“ უშიშროების ხელშია.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930