ამბები

“როიტერზი” თარხან ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციას იტყობინება

by | Mar 9, 2016
Undated photo of Abu Omar

Undated photo of Abu Omar

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მეთაური, წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილი შესაძლოა, კოალიციის ავიაიერიშს ემსხვრეპლა.

მიუხედავად იმისა, რომ ბათირაშვილის ლიკვიდაციაზე აქამდე რამდენჯერმე გავრცელდა “ცრუ განგაში”, ამჯერად ეს ინფორმაცია ამერიკის ოფიციალური პირებიდან მომდინარეობს.

როგორც “როიტერზი” იტყობინება, ბათირაშვილის მოკვლის მიზნით, რომელსაც სირიასა და ერაყში აბუ ომარ შიშანის (“აბუ ომარ ჩეჩენი”) მეტსახელით იცნობენ, საჰარო დარტყმა სირიის ჰასაკას პროვინციის პატარა ქალაქ ალ-შადადის სიახლოვეს, 4 მარტს განხორციელდა.

ჰასაკა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს და თებერვალში მისი დიდი ნაწილი ოპოზიციურმა ძალებმა “ისლამური სახელმწიფოსგან” გაწმინდეს.

ორმა ამერიკელმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა “როიტერზს” უთხრა, რომ ოპერაცია “ოპტიმისტურად” დასრულდა, მესამემ კი მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ავიადრტყმა სწორედ აბუ ომარის გასანადგურებლად განხორციელდა. მიუხედავად ამისა, “როიტერზის” წყაროები ამბობენ, რომ ინფორმაცია ბოლომდე დადასტურებული არ არის.

“როიტერზი” ბათირაშვილს “ისლამური სახელმწიფოს” არაოფიციალურ სამხედრო მინისტრად მოიხსენიებს, რომელიც დაჯგუფების მეთაურზე, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიზე დიდი გავლენით სარგებლობს.

ბათირაშვილი ამერიკას ყველაზე საშიშ ტერორისტთა სიაში ჰყავს შეყვანილი და მისი გაუვნებელყოფისთვის 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოა დაწესებული.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031