ამბები

როგორია და როდიდან მიიღებს სტუდენტებს ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი

by | Sep 12, 2016
14305455_330828373928860_6669012655698002719_o

(government.gov.ge)

ქუთაისში მშენებარე 60 ათას სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ცენტრის პრეზენტაცია მუხრანის ტყეში ორშაბათს გაიმართა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, ეს იქნება უდიდესი, ყველაზე თანამედროვე და უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი  მთელს რეგიონში.

„უნივერსიტეტის არსებობა შეუნარჩუნებს ქვეყანას ინტელექტუალურ რესურსს და მათ კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს,“ – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეებთან ერთად რეკრეაციულ-სპორტულ და დასვენების ზონებსაც მოიცავს, ქუთაისთან ახლოს, რიონის არხის დასავლეთ და აღმოსავლეთ მდელოებზე, მუხნარის ტყის მასივისა და ხელოვნური ტბის გარშემო 140 ჰექტარ ფართობზე  გაშენდება. შენობების საერთო ფართი კი 1 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება.

კერძოდ, ამ ტერიტორიაზე განთავსდება  აუდიტორიები, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, ბიბლიოთეკები, საერთო საცხოვრებლები სტუდენტებისთვის და პროფესორ–მასწავლებლებისათვის. აქ იქნება ასევე კინოთეატრები, დასასვენებელი კლუბები, კაფეები, ფეხბურთისა და რაგბის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, მინი-ფეხბურთის მოედნები, კალათბურთის დარბაზი, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზები.

რაც შეეხება სწავლებას, უნივერსიტეტში ძირითადადი დარგები იქნება ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, აგრონომია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

პროექტის ღირებულება ამ ეტაპზე 1 მილიარდი ევროს შეადგენს, რასაც მთლიანად ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. თუმცა პროექტის დასრულების შემდეგ საუნივერსიტეტო ქალაქი სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა.

საუნივერსიტეტო ცენტრი გათვლილი იქნება როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებზე. რომელთა პირველი ნაკადის მიღებაც 2019 წელს იგეგმება.

„მსგავსი საუნივერსიტეტო კამპუსი ჩვენს ახლო-მახლო, არამარტო კავკასიაში, არამედ ყოფილი დსთ-ის ტერიტორიაზეც არ არის. ამიტომ ეს იქნება ჩვენი ინსტუმენტი რომ საქართველო უმაღლესი განათლების კუთხით რეგიონული ლიდერი გახდეს“, – აღნიშნა, პროექტის პრეზენტაციაზე განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ მინისტრი ეროვნულ გამოცდებში ბარიერის ზრდაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ უმაღლეს დაწესებულებებში, ძალიან ბევრ სტუდენტს ვუშვებთ.

თუმცა, როგორც განათლების სამინისტროში ახალი უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით, DFWatch-ს უთხრეს, ჯერ ძალიან ადრეა იმაზე  საუბარი, თუ რა პრინციპით მოხდება უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება, ისე რომ კლავ სტუდენტთა ზედმეტი რაოდენობა არ მივიღოთ.  დამატებით კითხვებზე პასუხის მისაღებად უწყებაში ფონდ „ქართუში“ გადაგვამისამართეს, რომელთაც დაკავშირებაც ამ დრომდე ვერ შევძელით.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031