ამბები

რაზე შეთანხმდნენ „მაესტროს“ მფლობელები

by | Mar 21, 2016

maestro „მაესტროს“ მფლობელებს შორის არსებული რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ მხარეებმა – ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) და 25%-იანი წილის მფლობელმა, დიზაინერმა მაკა ასათიანმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ორშაბათს მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც ფაქტობრივად დაკმაყოფილდა, ტელეკომპანიის თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნები, რომ „მაესტროს“ ლოგო და სახელი, რომლის გარეშეც არხი რამდენიმე დღე მაუწყებლობდა,  ეთერში დაბრუნებულიყო, პასუხისმგებელ პირად ტელეკომპანიაში  ნეიტრალური პიროვნება დანიშნულიყო, ხოლო ლევან გაჩეჩილაძეს შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორს უფლებამოსილება შეჩერებოდა.

მაკა ასათიანისა და გია გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ მხარეები შეთანხმდნენ :

  • ლოგო და სახელი დაუბრუნდეს ეთერს.
  • მხარეებმა შეწყვიტონ საჯარო განცხადებების გაკეთება მოლაპარაკების დასრულებამდე.
  • მოლაპარაკების პერიოდში დროებით ადმინისტრატორებად დაინიშნოს ორივე მხარის წარმომადგენელი, ყოფილი ფინანსური დირექტორი- თემურ გაჩეჩილაძე და გია გაჩეჩილაძის ფინანსური კონსულტანტი- ზვიად ზუბიაშვილი.
  • უმოკლეს ვადაში მოხდეს მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფა.
  • მოლაპარაკების პერიოდში ვიწყებთ კონსულტაციას ტოპ მენეჯმენტის ერთობლივად ფორმირებაზე.

„იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მოლაპარაკება ჩიხში არ შევა და ყველა მხარე გამოიჩენს სურვილს და კეთილგონიერებას იმასთან დაკავშირებით, რომ  ტელევიზია და, რაც მთავარია – თანამშრომლები, რომლებიც უწვეტ მაუწყებლობას უზრუნველყოფენ, დავას არ გადაჰყვეს, “, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატმა ნანუკა ჭკუასელმა DFWatch-ს უთხრა, რომ გარდა განცხადებისა, მას უფლება არ აქვს, საქმის დამატებით დეტალებზე ისაუბროს.

ტელეკომპანია „მაესტროში“ მფლობელებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც  1 თებერვალს კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი მომღერალი გია გაჩეჩილაძე გახდა, რის შემდეგაც  გენერალურ დირექტორად საკუთარი ძმა, ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტიკოსი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა.

1-თვიანი დაპირისპირების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ორშაბათს, 7 მარტს  ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად დაარეგისტრირა და გენდირექტორობის უფლებამოსილება შეუჩერა ბაია გადაბაძეს.

ამის შემდეგ დავა გაგრძელდა იმაზე, საიდან იმაუწყებლებდა გაჩეჩილაძის დირექტორობით „მაესტრო“, რადგან ტელეკომპანია ამჟამად 25%-იანი წლის მფლობელი მაკა ასათიანის კუთვილ შენობაშია განთავსებული და ასათიანი გაჩეჩილაძეს შენობაში არ უშვებდა.

ამ ამბების პარალელურად,  ბაჩო კიკაბიძე, რომელიც ამბობდა, რომ „მაესტროს“ სახელი და ლოგო მისი მოგონილია და 2011 წლიდან მის საკუთრებას წარმოადგენს, ახალი არხის „მ 24“ მაუწყებლობის დაწყებას აპირებდა, რისთვისაც შენობას, რომელშიც „მაესტრო“ ახლა მუშაობს, მაკა ასათიანი კიკაბიძეს უთმობდა. ასევე ცნობილი იყო ისიც, რომ ჟურნალისტების უმრავლესობა სწორედ კიკაბიძის არხზე აპირებდა მუშაობას.

სტატიის დაწერის მომენტში „მ 24“-ის ბედზე ბაჩო კიკაბიძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031