ამბები

მარგველაშვილი: „სისტემა, რომელშიც მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალაა, უკვე მოძველდა“

by | Apr 1, 2016
giorgi_margvelashvili

მარგველაშვილი: „სისტემა, რომელშიც მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალაა, უკვე მოძველდა“

„პოლიტიკური სისტემა, რომელშიც მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალაა, უკვე მოძველდა და ამომრჩეველს ბევრად უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი უნდა შევთავაზოთ,“ – ასე გამოეხმაურა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „რესპუბლიკელებისა“ და პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პარტიები  დამოუკიდებლად  მიიღებენ.

„კოალიცია  იმისთვის შეიქმნა, რომ ოპოზიციას მშვიდობიანი გზით შეეცვალა წინა ხელისუფლება. კოალიციამ ამ მიზანს ძალიან კარგად გაართვა თავი. თუმცა, ამ არჩევნებზე საუბრისას, არაერთხელ მითქვამს, რომ პოლიტიკური სისტემა, რომელშიც არის შავი და თეთრი, მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალა, უკვე მოძველდა ქართული პოლიტიკური კულტურისთვის. ჩვენს ამომრჩეველს უნდა შევთავაზოთ ბევრად უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი. ვფიქრობ, რომ იმ ფონზე, როდესაც  ამ არჩევნებზე  არაერთ სერიოზულ მოთამაშეს მივიღებთ, ამომრჩეველსაც ექნება შესაძლებლობა,  უფრო უკეთ აირჩიოს თავისი მომავალი წარმომადგენლები პარლამენტში,“ – აღნიშნა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ,  ხუთშაბათს, „რესპუბლიკელებმა“ განაცხადეს, რომ პარტია საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. თუმცა  „რესპუბლიკელი“ მინისტრები არჩევნებამდე თანამდებობების დატოვებას არ გეგმავენ. მათი განცხადებით, „რესპუბლიკელები“ თანამდებობებს მთავრობაში, პარლამენტსა თუ საკრებულოებში  მხოლოდ  საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო დატოვებენ.

ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა. შეხვედრის ბოლოს კი პრემიერმა თქვა, რომ არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნებაც“ მარტო გავა. მანვე აღნიშნა, რომ ნორმალური და მისაღებია თუ „რესპუბლიკელი“ მინისტრები  მთავრობაში მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებენ.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

October 2016
M T W T F S S
« Sep    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31